ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

კახა კალაძე ავარიული სკოლის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება კითხვებს არ უნდა ბადებდეს

თბილისის მერმა კახა კალაძემ 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაპროტესტებას უპასუხა და განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის საფუძველზე ავარიული შენობის დაცლა და მყისიერი რეაგირება აუცილებელია, რათა ბავშვების უსაფრთხოება დაცული იყოს. მისი თქმით, მოსწავლეები სხვა სკოლებში გადანაწილდებიან, ხოლო მის ადგილას თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება.

კახა კალაძე ავარიული სკოლის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება კითხვებს არ უნდა ბადებდეს
კახა კალაძე ავარიული სკოლის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება კითხვებს არ უნდა ბადებდესრუსთავი 2

ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაპროტესტებას გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, შეუძლებელია ბაღის ან სკოლის შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე კონკრეტულ უწყებას მყისიერი რეაქცია არ ჰქონდეს.

'შემიძლია ავარიული საბავშვო ბაღების შენობების მაგალითი მოვიყვანო. წლების წინ ანალოგიური პრობლემები გვქონდა. მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ კონკრეტული შენობები იყო ავარიული, საჭიროებდა დაცლას. მყისიერი რეაგირება გვქონდა. რამე რომ ჩამოვარდეს სრული კატასტროფა მოხდება. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს, როცა დევს ავარიულობის შესახებ ოფიციალური დასკვნა იმ შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის. სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. გადანაწილდებიან ბავშვები სხვადასხვა სკოლაში, შემდეგ კი თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.