ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა 10 სექტემბერით თარიღდება - დემონტაჟის რეკომენდაცია ეკუთვნის ექსპერტს 2...

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობა არასეისმური კონსტრუქციული სქემისა და სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზის გამო IV კატეგორიის ვარგისიანობის ჯგუფს მიეკუთვნება. ექსპერტის რეკომენდაციით, შენობის აღდგენა-რეაბილიტაცია არარენტაბელურია და მისი სრული დემონტაჟია საჭირო.

21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა 10 სექტემბერით თარიღდება - დემონტაჟის რეკომენდაცია ეკუთვნის ექსპერტს 2...
21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა 10 სექტემბერით თარიღდება - დემონტაჟის რეკომენდაცია ეკუთვნის ექსპერტს 2...რადიო თავისუფლება

"შენობის კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე შენობა მიეკუთვნება IV კატეგორიით განსაზღვრული ვარგისიანობის ჯგუფს, ამიტომ მისი აღდგენა-რეაბილიტაცია არარენტაბელურია და რეკომენდირებულია სათანადო სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე მოხდეს სკოლის შენობის სრული დემონტაჟი" - წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც სასწავლო წლის დაწყებამდეა მომზადებული. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ექსპერტმა სკოლა ვიზუალურად 2025 წლის 10 დეკემბერს დაათვალიერა.

ექსპერტი ოთხსართულიანი ნაგებობის დაზიანებებს შემდეგნაირად აღწერს:

"ფასადებზე ფრაგმენტულად აშრევებულია და ჩამოცვენილია ნალესი, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთში აღნიშნნულიხარვეზი არსებითად საფრთხის შემცველია ფეხით მოსიარულეთათვის, რადგან ფასადებზე შეიმჩნევა ბათქაშის დიდი მოცცულობის აშრევე მონაკვეთები და არსებობს მათი უეცარი ჩამოშლის რისკი"

"ფასადებზე მოწყობილი წყალდამშვები (ჟოლობები) უმეტესწილად გაუმართავია, რის გამოც ატმოსფერული ნალექების ჩამოდინება ხორციელდება მიმდებარე კედლებზე და დაზიანებულია ფასადის მოპირკეთება, ასევე ცალკეულ ადგილ გამოფიტულია კედლების რკინა-ბეტონის მსხვილი ბლოკები, რომლებიც საჭიროებენ ლოკალურ გამაგრებას"

"არსებულ რკინა-ბეტონის ბლოკების შეუღლების მონაკვეთებში, ძირითადად ფანჯრების რაფისქვედა მონაკვეთებში წარმოქმნილია დახრილი და ვერტიკალური მიმართულ ულების ბეწვისებური ბზარები"

"შენობაზე ზოგიერთი ფანჯარა სავარაუდოდ ამოშენებულია მოგვიანებით, რომელ ადგილებშიც წარმოქმნილია ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბეწვისებური ბზარები, რაც ღიობის ამოშენებული კედლების შენობის დანარჩენ კედლებთან არაჯეროვანი დაკავშირების შედეგია"

"უკანა ფასადის მხარეს, შენობის ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო ნაკვეთურისა და სპორტული დარბაზის ნაკვეთურს შორის არსებული სივრცე დაუსრულებელია და დატოვებულია ღია მდგომარეობაში, რის გამოც ნაკვეთურებს შორის ხდება ატმოსფერულ ატმოსფერული წალექების ჩამოდინება და აღნიშნული ადგილი სასაჭიროებს სათანადოდ შევსებას შესაბამისი კონსტრუქციით (მაგალითად კედლის ამოშენებით)."

"უკანა ფასადის მხარეს მოწყობილი ლითონის გარე კიბის კონსტრუქციებზე შესამჩნევია მცირე კოროზია. საჭიროა გასუფთავდეს კოროზიისაგან კიბის კონონსტრუქციები და დაიფაროს ხელახლა საღებავით."

"შიდა კედლებზე და ტიხრებზე, ასევე ტიხრების შეუღლების მონაკვეთებში წარმოქმნილია დახრილი მიმართულების ბეწვისებური ბზარები, რომლებსაც გააჩნიათ ლოკალური ხასიათი და ისინი საფრთხეს არ უქმნიან შენობის საერთო ტექექნიკურ მდგომარეობას"

სამხარაულის ექსპერტი აღნიშნავს იმასაც, რომ შენობაში გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ, რაც სარდაფში წყლის გაჟონვის შემდეგ გახდა საჭირო, შენობაში მდგომარეობა დასტაბილურებულია და აღარ პროგრესირებს. შემდგომ პერიოდში განვითარებული ნესტი სარდაფში ჟოლობების გაუმართაობით არის ახსნილი.

"სახურავზე მოწყობილ პარაპეტს არ გააჩნია რკინა-ბეტონის ანტისეისმური სარტყელი, რაც მიწისძვრის შემთხვევაში პარაპეტის ჩამოშლის რისკს ზრდის და მოქმედი ნორმებით დაუშვებელია" - წერს ექსპერტი და იქვე უთითებს, რომ მოქმედ სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა ასევე შენობის შიდა ტიხრების ამოყვანა სიკულატური აგურით.

ექსპერტი დასკვნის გასამაგრებლად იხმობს ორ მოქმედ ნორმას:

სკოლის დერეფნებში განივ კედლებს შორის არსებული მანძილების დასაშვები მანძილი 8 ბალიან სეისმურ ზონაში მაქსიმალური 9 მეტრია [ექსპერტიზის დასკვნით სკოლაში ეს მანძილები დასაშვებზე მეტია];

ბავშვთა და სასკოლო დაწესებულებების სართულიანობა არ უნდა აღემატებოდეს 3 მიწისზედა სართულს - 21-ე სკოლის შენობა კი ოთხსართულიანი ნაგებობაა სარდაფით.

„საერთო ჯამში შესაძლებელია ითქვას, რომ შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და იგი საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ჩამოთვლილი დაზიანებებისა და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

არსებული დაზიანებები დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით II-III ხარისხის ფარგლებშია, რაც გამოწვეულია შენობის ტექნიკური მოუვლელობით და ფუძე-საძირკვლის არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციით.

აღნიშნული დაზიანებების ინტენსიურობიდან გამომდინარე შენობა მიეკუთვნება III კატეგორიით განსაზღვრული ვარგისიანობის ჯგუფს, თუმცა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 22 აპრილის №161 დადგენილების მუხლი 2; პუნქტი 2-ის შესაბამისად შენობას ენიჭება ვარგისიანობის IV კატეგორია, მისი კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს, რომ შენობის აღდგენა-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება არარენტაბელურია და მიზანშეწონილია მოხდეს მისი დემონტაჟი, შესაბამისი სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე" - ესაა დასკვნის ბოლო ჩანაწერი.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს და ასამდე მასწავლებელი მუშაობს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.