ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ცხინვალში სამხედრო აღლუმი გაიმართა

ცხინვალში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ 18 სექტემბრის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული მარატ კამბოლოვი და რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერები. აღლუმში მონაწილეობდნენ დე ფაქტო ძალოვანი უწყებების, რუსეთის სამხედრო ბაზისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილეები. მარატ კამბოლოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან კავშირი მათი უსაფრთხოების საყრდენია. რუსეთის ე.წ. ელჩმა მარატ კულახმეტოვმა ვლადიმირ პუტინის მისალოცი მიმართვა წაიკითხა. კამბოლოვის ინაუგურაცია 30 სექტემბერს გაიმართება.

ცხინვალში სამხედრო აღლუმი გაიმართა
ცხინვალში სამხედრო აღლუმი გაიმართარადიო თავისუფლება

ღონისძიებას ესწრებოდნენ 18 სექტემბრის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული მარატ კამბოლოვი და რეგიონის ყველა ყოფილი დე ფაქტო ლიდერი: ლუდვიგ ჩიბიროვი, ედუარდ კოკოითი, ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი.

აღლუმში მონაწილეობდნენ დე ფაქტო თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების უწყებების დანაყოფები, რუსეთის სამხედრო ბაზის სამხედროები და ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის, ანუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მონაწილეები.

აღლუმზე სამხედრო ტექნიკაც გამოიყვანეს.

მარატ კამბოლოვმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დამოუკიდებლობისკენ გზა მძიმე გამოცდებით“ გაიარეს და მოსახლეობის ერთიანობა „გამარჯვების გასაღები“ გახდა.

„სამხრეთ ოსეთმა გაუძლო, რადგან ადამიანები ერთმანეთს გვერდით დაუდგნენ. რუსეთთან კავშირი ჩვენი უსაფრთხოების საყრდენია, ჩრდილოეთ ოსეთთან ერთობა კი ძალას გვაძლევს. ჩვენ ერთი ხალხი ვართ“, - განაცხადა კამბოლოვმა.

რუსეთის ე.წ. ელჩმა ცხინვალში მარატ კულახმეტოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისალოცი მიმართვა წაიკითხა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და მოსახლეობის მხარდაჭერას გააგრძელებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მარატ კამბოლოვის ინაუგურაცია ცხინვალში 30 სექტემბერს გაიმართება. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, 18 სექტემბრის ე.წ. არჩევნებში მას ხმა 27 922-მა ამომრჩეველმა, ანუ კენჭისყრაში მონაწილეთა 84,95%-მა მისცა.

საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია აღიარებენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამხრეთ ოსეთმა გაუძლო, რადგან ადამიანები ერთმანეთს გვერდით დაუდგნენ. რუსეთთან კავშირი ჩვენი უსაფრთხოების საყრდენია, ჩრდილოეთ ოსეთთან ერთობა კი ძალას გვაძლევს. ჩვენ ერთი ხალხი ვართ“
მარატ კამბოლოვი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.