ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვლადიმერ პუტინი მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს

ვლადიმერ პუტინმა მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პუტინის განცხადებით, მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს. ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 18 სექტემბერს ჩატარდა და ხმების 99%-ის დათვლის შედეგად პირველ ადგილს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იკავებს.

ვლადიმერ პუტინი მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს
ვლადიმერ პუტინი მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავსალია

ვლადიმერ პუტინი მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს.

„არჩევნებში ასეთმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მხრიდან თქვენ მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი დაადასტურა“, – ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში.

პუტინი აცხადებს, რომ „მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს მეთაურის რანგში ხელს შეუწყობს მათ შემდგომ განვითარებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 18 სექტემბერს ჩატარდა. ხმების 99%-ის დათვლის შედეგად, პირველ ადგილს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მარატ კამბოლოვი იკავებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არჩევნებში ასეთმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მხრიდან თქვენ მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი დაადასტურა“
ვლადიმერ პუტინი
„მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“
ვლადიმერ პუტინი
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს მეთაურის რანგში ხელს შეუწყობს მათ შემდგომ განვითარებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესების შესაბამისად“
ვლადიმერ პუტინი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცხინვალში სამხედრო აღლუმი გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები