პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გოგებაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან აგურები ცვივა – მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

თბილისის მერია

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩის №40-ში შენობის ფასადიდან აგურები ცვივა, ადგილობრივების თქმით კი, გამოძახებულმა სამსახურებმა ტერიტორია მხოლოდ ლენტით შემოსაზღვრეს და პრობლემა მოუგვარებელი რჩება.

გოგებაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან აგურები ცვივა – მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ
ალია

თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის №40-ში, შენობის ფასადიდან აგურები ცვივა. ინფორმაციას ადგილობრივი მოქალაქეები ავრცელებენ.

მათი ცნობით, მერიასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინებების გაგზავნის შემდეგ ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

ერთ-ერთი მოქალაქე, თორნიკე აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ადგილზე მისულმა ჯგუფმა ტერიტორია მხოლოდ ყვითელი გამაფრთხილებელი ლენტით შემოსაზღვრა.

სახლს ჩამოვარდა აგურები ახლა. ამის შესახებ დედაჩემმა დარეკა ცხელ ხაზზე მერიაში და გააფრთხილა. უთხრეს, რომ აიყვანდნე კონტროლზე ამას და თუ შესაძლებლობა იქნებოდა, მერიის ფონდიდან დაფინანსდებოდა. მოსული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, პატრული და გამგებლის მოადგილე. მემგონი, არ არის უსაფრთხო. თუა შესაძლებელი, რომ გამაგრდეს ეს ნაწილი, იმიტომ, რომ ჩვენი ძალებით ეს ნამდვილად ვერ მოხერხდება, ამბობს ადგილობრივი.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისში, კუკური გოგიაშვილის ქუჩაზე, მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები