ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - ორი პირი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი

ზესტაფონის და ოზურგეთის სასამართლოებმა სიძულვილის ენისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ორი პირი, გიორგი უკლება და ნოდარ ტუღუში, სამართალდამრღვევად ცნეს და დააჯარიმეს. შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, კიდევ სამი საქმის განხილვა გადაიდო.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - ორი პირი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - ორი პირი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილირუსთავი 2

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 1500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე გიორგი უკლება, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დავით ნარმანიას.

ოზურგეთის სასამართლომ კი 500 ლარის გადახდა დააკისრა ნოდარ ტუღუშს. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სალომე სამადაშვილს. კიდევ სამი საქმის განხილვა გადაიდო.

"5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობდა სხვადასხვა რაიონში. ორი მათგანი დასრულდა და პიროვნებები ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. მათ სანქციის სახით განესაზღვრათ ჯარიმა სხვადასხვა ოდენობით. ხოლო, სამი მათგანის განხილვა გადაიდო სხვა დროისთვის," - აღნიშნა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა, ანდრო გურულმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობდა სხვადასხვა რაიონში. ორი მათგანი დასრულდა და პიროვნებები ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. მათ სანქციის სახით განესაზღვრათ ჯარიმა სხვადასხვა ოდენობით. ხოლო, სამი მათგანის განხილვა გადაიდო სხვა დროისთვის,“
ანდრო გურული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.