პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ხაშურის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენის გამოყენების 5 საქმე განიხილა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ხაშურის სასამართლომ სიძულვილის ენის 5 საქმე განიხილა: ნოდარ სახვაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის გაფრთხილება მიეცა, 3 პირს კი სანქცია დაეკისრა, აცხადებს შსს-ს ინსპექტორი ანდრო გურული.

ხაშურის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენის გამოყენების 5 საქმე განიხილა
რუსთავი 2

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ნოდარ სახვაძის საქმე. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გველესიანს და რევაზ ბლიაძეს. სახვაძეს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, ანდრო გურული აღნიშნავს, რომ ჯამში 5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, აქედან ერთის განხილვა გადაიდო კონკრეტული ვადით, დანარჩენის მიმართ კი საჯარო ინსტანცია იქნა გამოყენებული.

"საერთო სასამართლოებში 5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. აქედან 4 მათგანის განხილვა დასრულდა. პიროვნებები ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. სამის მიმართ გამოყენებული იქნა საჯარო ინსტანცია სხვადასხვა ოდენობით, ხოლო ერთ-ერთის მიმართ სიტყვიერი შენიშვნა. ერთის განხილვა კი გადაიდო კონკრეტული ვადით", - აცხადებს ანდრო გურული.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - კახაბერ წიკლაური 2 000 ლარით დაჯარიმდა, ფრიდონ ბერიძის საქმეს კი ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები