ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დააკავეს პირი, რომელსაც საქართველოში, ავტომობილის სალონში მოწყობილი სამალავით, 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ შემოჰქონდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილის სალონში მოწყობილი სამალავიდან 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს.

დააკავეს პირი, რომელსაც საქართველოში, ავტომობილის სალონში მოწყობილი სამალავით, 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ შემოჰქონდა
დააკავეს პირი, რომელსაც საქართველოში, ავტომობილის სალონში მოწყობილი სამალავით, 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ შემოჰქონდაTV პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყებსი ცნობით, სამართალდამცველებმა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ლაგოდეხის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, ავტომობილის სალონში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, 2 შეკვრად დაფასოებული 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კახეთში ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - ამოღებულია 6 კილოგრამი მცენარე "კანაფი"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები