ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროფინანსთა სამინისტრო

შსს-სა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკირუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში უცხოეთიდან მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ამანათიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის "ტეტრაჰიდროკანაბინოლის" შემცველი 200-მდე კაფსულა.

მეორე ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი ხელბარგის შემოწმებისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო "მეთადონისა" და "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალებები", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
  2. ალიაოპოზიციურითბილისის აეროპორტში მგზავრის ხელბარგში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია აღმოჩენილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შემცველი 200-მდე კაფსულა. მეორე ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი ხელბარგის შემოწმებისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები