პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

პროექტ BridgeGap-ის რეიტინგით, საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობაში უმაღლესი 10 ქულა მიიღო, ხოლო დამოუკიდებლობით 6 ქულა მოიპოვა და ევროპაში მე-17 ადგილზე გავიდა.

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს
იმედინიუსი

ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითმა პროექტმა BridgeGap-მა (ხარვეზების შევსება) სასამართლოს გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის რეიტინგები გამოაქვეყნა. მაჩვენებლები ზომავს, რამდენად არის უზრუნველყოფილი ევროპის ქვეყნებში სასამართლოს გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა.

სასამართლოს გამჭვირვალობის შეფასების 10-ბალიანი სისტემით საქართველომ უმაღლესი 10 ქულა მიიღო და ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანას გაუთანაბრდა რეიტინგში პირველ პოზიციაზე. რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, შეფასების 10 ბალიანი სისტემით 6 ქულა მოიპოვა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა.

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის საშუალო დონეს, დიდი შვიდეულის 1 ; ნატოს, შენგენის ზონის და ევროკავშირის 18 სახელმწიფოს: იტალიას, ესპანეთს, ლიეტუვას, ლატვიას, კვიპროსს, საბერძნეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, მალტას, ბულგარეთს, უნგრეთს, ალბანეთს, რუმინეთს, მონტენეგროს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პოლონეთს, ხორვატიას.

BridgeGap არის 4-წლიანი (2024 წლის იანვარი – 2027 წლის დეკემბერი) კვლევითი პროექტი, რომელიც ხორციელდება „ჰორიზონტის“ (Horizon) პროგრამის ფარგლებში. იგი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული წინა ანტიკორუფციული კვლევითი პროექტის — ANTICORRP-ის — გაგრძელებას. ორივე პროექტზე ერთი და იგივე სამეცნიერო ჯგუფი მუშაობს, რომელიც ევროპის სხვადასხვა კვლევით ცენტრს აერთიანებს. პროექტის მთავარი მისიაა ახალი თაობის სამეცნიერო მტკიცებულებების ბაზის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს კორუფციის შეკავებას და გააძლიერებს რეფორმატორებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების (პირადი, ჯგუფური თუ ქსელური სარგებლის მიღების მიზნით) პრევენციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები