ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის აეროპორტში მგზავრის ხელბარგში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია აღმოჩენილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათგან ერთი — თბილისის აეროპორტში ხელბარგში აღმოჩენილი ნარკოტიკებით.

თბილისის აეროპორტში მგზავრის ხელბარგში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია აღმოჩენილი
თბილისის აეროპორტში მგზავრის ხელბარგში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია აღმოჩენილიალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში უცხოეთიდან მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ამანათიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი 200-მდე კაფსულა.

მეორე ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი ხელბარგის შემოწმებისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო „მეთადონისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
  2. რუსთავი 2სამთავრობოსამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები