პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"პატრიოტები ევროპისთვის" პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: შეშფოთებული და აღშფოთებული ვართ დონალდ ტუსკის მთავრობის მორიგი უკანონო და ანტიდემოკრატიული ქმედებით - პოლიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შევიდა

ევროპარლამენტის ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ დონალდ ტუსკის მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიციის უსაფუძვლო შესვლასა და ინსტიტუტის ძალისმიერ ხელში ჩაგდებაში ადანაშაულებს. პოლონეთის პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მხოლოდ უსაფრთხოებას იცავს.

"პატრიოტები ევროპისთვის" პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: შეშფოთებული და აღშფოთებული ვართ დონალდ ტუსკის მთავრობის მორიგი უკანონო და ანტიდემოკრატიული ქმედებით - პოლიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შევიდა
"პატრიოტები ევროპისთვის" პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: შეშფოთებული და აღშფოთებული ვართ დონალდ ტუსკის მთავრობის მორიგი უკანონო და ანტიდემოკრატიული ქმედებით - პოლიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შევიდარუსთავი 2

"შეშფოთებული და აღშფოთებული ვართ დონალდ ტუსკის მთავრობის მორიგი უკანონო და ანტიდემოკრატიული ქმედებით", - აღნიშნულია ევროპარლამენტის სიდიდით მესამე პოლიტიკური ჯგუფის, "პატრიოტები ევროპისთვის" განცხადებაში, რომელიც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება.

სპეციალურ განცხადებაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის მოქმედება მწვავედ არის გაკრიტიკებული.

"ამჯერად პოლიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შევიდა. ამას ჩვენ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების მცდელობად მივიჩნევთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დეპუტატები წერილში აღნიშნავენ, რომ ტუსკისთვის დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ ფასადია, რომლის მიღმაც ძალაუფლებისკენ სწრაფვა, სუვერენული ეროვნული მთავრობების მიმართ უპატივცემულობა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფა იმალება.

"დონალდ ტუსკს ევროკავშირის ისტებლიშმენტის კიდევ ერთ წარმომადგენლად მივიჩნევთ, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების ძალით თავს მოხვევა სურს. ასეთი მიდგომა ევროპული ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია და ჩვენ მას ყოველთვის მკაცრად ვეწინააღმდეგებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პოლონეთში პოლიტიკური დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული. ოპოზიცია დონალდ ტუსკის ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეშ ჩარევასა და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბეატა შიდლო აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ტრიბუნალის შენობა ძალის გამოყენებით დაიკავეს და მის ხელმძღვანელობას შენობაში შესვლის შესაძლებლობა შეუზღუდეს.

დაპირისპირების ცენტრში მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული ხუთი მოსამართლეცაა, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე ფიცი არ დაუდიათ. ოპოზიცია მათი უფლებამოსილების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.

სასამართლოსთან განვითარებული მოვლენების შესახებ ბრალდებებს პოლიცია უარყოფს და განმარტავს, რომ მხოლოდ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ხელისუფლება კი გადაწყვეტილებას სასამართლოს მუშაობის აღდგენის აუცილებლობით ხსნის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობო„პატრიოტები ევროპისთვის“ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ამას ჩვენ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების მცდელობად მივიჩნევთ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეშფოთებული და აღშფოთებული ვართ დონალდ ტუსკის მთავრობის მორიგი უკანონო და ანტიდემოკრატიული ქმედებით“
„ამჯერად პოლიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შევიდა. ამას ჩვენ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების მცდელობად მივიჩნევთ“
„დონალდ ტუსკს ევროკავშირის ისტებლიშმენტის კიდევ ერთ წარმომადგენლად მივიჩნევთ, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების ძალით თავს მოხვევა სურს. ასეთი მიდგომა ევროპული ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია და ჩვენ მას ყოველთვის მკაცრად ვეწინააღმდეგებით“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონელი ევროპარლამენტარი ტუსკის მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები