ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„პატრიოტები ევროპისთვის“ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ამას ჩვენ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების მცდელობად მივიჩნევთ

ევროპარლამენტის ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ დონალდ ტუსკის მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოს ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც იქ პოლიცია შევიდა. პოლონეთში კრიზისი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოჰყვა.

„პატრიოტები ევროპისთვის“ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ამას ჩვენ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების მცდელობად მივიჩნევთ
„პატრიოტები ევროპისთვის“ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ამას ჩვენ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების მცდელობად მივიჩნევთიმედინიუსი

ევროპარლამენტის სიდიდით მესამე პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკისა და მისი მთავრობის მოქმედება მწვავედ არის გაკრიტიკებული, ხოლო ხელისუფლება მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდებაში არის დადანაშაულებული.

„შეშფოთებული და აღშფოთებული ვართ დონალდ ტუსკის მთავრობის მორიგი უკანონო და ანტიდემოკრატიული ქმედებით.

ამჯერად პოლიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შევიდა. ამას ჩვენ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების მცდელობად მივიჩნევთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

წერილში დეპუტატები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ დონალდ ტუსკისთვის დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ ფასადია, რომლის მიღმაც ძალაუფლებისკენ სწრაფვა, სუვერენული ეროვნული მთავრობების მიმართ უპატივცემულობა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფა იმალება.

„დონალდ ტუსკისთვის დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ ფასადია, რომლის მიღმაც ძალაუფლებისკენ სწრაფვა, სუვერენული ეროვნული მთავრობების მიმართ უპატივცემულობა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფა იმალება.

დონალდ ტუსკს ევროკავშირის ისტებლიშმენტის კიდევ ერთ წარმომადგენლად მივიჩნევთ, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების ძალით თავს მოხვევა სურს. ასეთი მიდგომა ევროპული ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია და ჩვენ მას ყოველთვის მკაცრად ვეწინააღმდეგებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ოქტომბერს გვიან ღამით სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვენჩკოვსკის და მის მოადგილეს ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ადამიანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეშფოთებული და აღშფოთებული ვართ დონალდ ტუსკის მთავრობის მორიგი უკანონო და ანტიდემოკრატიული ქმედებით. ამჯერად პოლიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შევიდა. ამას ჩვენ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების მცდელობად მივიჩნევთ“
„დონალდ ტუსკისთვის დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ ფასადია, რომლის მიღმაც ძალაუფლებისკენ სწრაფვა, სუვერენული ეროვნული მთავრობების მიმართ უპატივცემულობა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფა იმალება. დონალდ ტუსკს ევროკავშირის ისტებლიშმენტის კიდევ ერთ წარმომადგენლად მივიჩნევთ, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების ძალით თავს მოხვევა სურს. ასეთი მიდგომა ევროპული ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია და ჩვენ მას ყოველთვის მკაცრად ვეწინააღმდეგებით“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
AP: პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართული აქცია დაკავებებით დასრულდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები