"ეს ყველაფერი დემოკრატიული პრინციპის დარღვევაა" - პოლონეთის ყოფილი პრემიერი ტუსკის მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში ძალისმიერი შეჭრის გამო აკრიტიკებს
პოლონეთის ყოფილი პრემიერი ბეატა შიდლო დონალდ ტუსკის მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიციის ძალისმიერ შეჭრასა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს.

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი, ბეატა შიდლო, სოციალურ ქსელში ვარშავაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოქმედ მთავრობას დემოკრატიული ნორმების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.
შიდლოს თქმით, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობის მიერ გაგზავნილი პოლიციის დანაყოფები დამოუკიდებელ ინსტიტუტში ძალისმიერი მეთოდებით შევიდნენ.
"შოკისმომგვრელი კადრები პოლონეთში - პოლიცია, რომელიც ტუსკის მთავრობამ გააგზავნა, დამოუკიდებელ საკონსტიტუციო სასამართლოში ძალით შევიდა. შენობისა და სასამართლოს დოკუმენტაციის დამცველი უსაფრთხოების პერსონალი გაყვანილია. სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს შენობაში შესვლაზე უარს ეუბნებიან. ეს ყველა დემოკრატიული პრინციპის დარღვევაა", - წერს ბეატა შიდლო.
ოპოზიციური პარტია "კანონი და სამართლიანობის" (PiS) ლიდერის ეს განცხადება მოჰყვა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისს, რის გამოც პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სენეგალში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და ვარშავაში დაბრუნდა.
დაპირისპირება მოსამართლეთა დანიშვნის ირგვლივ არსებულ ხანგრძლივ პოლიტიკურ დავას უკავშირდება, რამაც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა ფაქტობრივად პარალიზებული გახადა.
ციტატები სტატიიდან
„შოკისმომგვრელი კადრები პოლონეთში - პოლიცია, რომელიც ტუსკის მთავრობამ გააგზავნა, დამოუკიდებელ საკონსტიტუციო სასამართლოში ძალით შევიდა. შენობისა და სასამართლოს დოკუმენტაციის დამცველი უსაფრთხოების პერსონალი გაყვანილია. სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს შენობაში შესვლაზე უარს ეუბნებიან. ეს ყველა დემოკრატიული პრინციპის დარღვევაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…