ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონელი ევროპარლამენტარი ტუსკის მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს

საკონსტიტუციო სასამართლო

პოლონელი ევროპარლამენტარი ბეატა შიდლო პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პოლიცია საკონსტიტუციო სასამართლოში შეიჭრა.

პოლონელი ევროპარლამენტარი ტუსკის მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს
პოლონელი ევროპარლამენტარი ტუსკის მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებსიმედინიუსი

პოლონელი ევროპარლამენტარი ბეატა შიდლო საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

მომხდარში კანონმდებელმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ ყველა დემოკრატიული პრინციპი დაარღვია.

„შოკის მომგვრელი მოვლენები პოლონეთში. ტუსკის მთავრობის განკარგულებით პოლიცია დამოუკიდებელ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიჭრა. სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებიც შენობას სასამართლოს დოკუმენტებს იცავდნენ, შენობიდან გაიყვანეს, შენობაში შესვლის უფლება სასამართლოს წარმომადგენლებს არ მისცეს, ეს ყველაფერი დემოკრატიული პრინციპების დარღვევაა“, - დაწერა შიდლომ.

ცნობისთვის, პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ოქტომბერს გვიან ღამით სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვენჩკოვსკის და მის მოადგილეს ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ადამიანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობო"ეს ყველაფერი დემოკრატიული პრინციპის დარღვევაა" - პოლონეთის ყოფილი პრემიერი ტუსკის მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში ძალისმიერი შეჭრის გამო აკრიტიკებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შოკის მომგვრელი მოვლენები პოლონეთში. ტუსკის მთავრობის განკარგულებით პოლიცია დამოუკიდებელ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიჭრა. სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებიც შენობას სასამართლოს დოკუმენტებს იცავდნენ, შენობიდან გაიყვანეს, შენობაში შესვლის უფლება სასამართლოს წარმომადგენლებს არ მისცეს, ეს ყველაფერი დემოკრატიული პრინციპების დარღვევაა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერი ტუსკი და მისი ხალხი, რომლებიც ვალებში გვახრჩობენ და ეკონომიკურად უმწეოები არიან, ბანდიტთა ხროვად იქცნენ - ანდჯეი დუდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები