ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

21-ე სკოლის მშობლები და მასწავლებლები დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეფასებულ დასკვნას ასაჯაროებენ

განათლების სამინისტრომუნიციპალური განვითარების ფონდი

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას ასაჯაროებენ, რომლითაც შენობის დემონტაჟის საჭიროება არ მტკიცდება. მათი თქმით, გადაწყვეტილება გაზომვის გარეშე მიიღეს, სახელმწიფო უწყებები კი სასკოლო საზოგადოების კითხვებს პასუხს არ სცემენ.

21-ე სკოლის მშობლები და მასწავლებლები დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეფასებულ დასკვნას ასაჯაროებენ
21-ე სკოლის მშობლები და მასწავლებლები დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეფასებულ დასკვნას ასაჯაროებენTV პირველი

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები ასაჯაროებენ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეფასებულ დასკვნას, რომლის საფუძველზეც ამ ეტაპზე ვერ მტკიცდება, რომ სკოლის შენობა დემონტაჟს საჭიროებს.

"ბავშვების უსაფრთხოებაზე გადაწყვეტილება, ფაქტებს უნდა დაეფუძნოს და არა ვიზუალურ დათვალიერებას" - წერია განცხადებაში.

ასევე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხარაულის ეროვნული ბიურო კვლავ განაგრძობს სკოლის შენობის ექსპერტიზას, თუმცა სკოლის საინიციატივო ჯგუფს პროცესში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ" - "სამხარაულის ექსპერტები სკოლაში მისვლის შესახებ წინასწარ არ გვატყობინებენ"

„გიზიარებთ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეფასებულ დასკვნას, სადაც 5 ძირითადი საკითხი გამოიკვეთა:

დაზიანება არ გაზომილა. დასკვნა მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას ეფუძნებოდა. 2023 წელს იმავე ბიურომ იგივე დაზიანება I ხარისხად შეაფასა და შენობა უსაფრთხოდ ცნო. 2026 წელს კი ის II–III ხარისხად შეფასდა, ახსნის გარეშე.

IV კატეგორია გამოთვლის გარეშე მიენიჭა. დადგენილება №161 მოითხოვს დაზიანებული ნაწილის გამოთვლას. ეს არ გაკეთებულა. დაზიანების III ხარისხი პირდაპირ III კატეგორიად იქცა.

გამოყენებულია არასწორი ნორმები. შენობა მსხვილ ბლოკიანია, თუმცა მისი შეფასებისას აგურის შენობისთვის დადგენილი ზღვრები იქნა გამოყენებული. ხუთი შენიშვნიდან ნორმაში საფუძველი მხოლოდ ორს აქვს. ამ ორზე 2023 წელს ბიურომ გამაგრება შემოგვთავაზა.

IV კატეგორიამდე ამაღლება არ არის დასაბუთებული. ეს ნორმა დისკრეციულია. დასკვნა არ შეიცავს გაანგარიშებას, რომელიც მისი გამოყენების აუცილებლობას აჩვენებს.

გამაგრების ვარიანტი არ განხილულა. IV დადგენილება კატეგორიისთვის დემონტაჟის თანაბარ ვარიანტად გამაგრებას უშვებს. გამაგრებისა და ახალი შენობის ღირებულებები არ შედარებულა. ამასთან, დემონტაჟის რეკომენდაციიდან 9 დღეში იმავე ბიურომ დაუშვა შენობის დროებითი გამოყენება და განაცხადა, რომ ის ავარიულ მდგომარეობაში არ არის.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ: ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ შენობა უსაფრთხოა. ჩვენ ვამბობთ, რომ შენობის რეალური მდგომარეობა არცერთ დასკვნაში გაზომვით არ დადგენილა. ბავშვების უსაფრთხოებაზე გადაწყვეტილება, ფაქტებს უნდა დაეფუძნოს და არა ვიზუალურ დათვალიერებას.

15 ოქტომბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც ერთი მხრივ მშობლები და სკოლის პედაგოგები, მეორე მხრივ კი განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი. ჯგუფის მიზანი თანამშრომლობა იყო, თუმცა სასკოლო საზოგადოების კითხვებს, სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები პასუხებს არ სცემენ. სამხარაულის ექსპერტები სკოლაში მისვლის შესახებ წინასწარ არ გვატყობინებენ, თუმცა შეთანხმება იყო, რომ დათვალიერებას დამოუკიდებელი ექსპერტიც დაესწრებოდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

მშობლები მოითხოვენ ჩატარდეს შენობაში დამოუკიდებელი, ინსტრუმენტული სეისმური შეფასება საერთაშორისო სტანდარტებით - ასევე მოითხოვენ, რომ ყველა ექსპერტიზაზე მათი ექსპერტის დასწრებას და მოთხოვნილი დოკუმენტებისა და ბრძანებების დაუყოვნებლივ მოწოდებას.

„ჩვენი მოთხოვნებია: ყველა ექსპერტიზისა და ადგილზე ვიზიტზე ჩვენი ექსპერტის დასწრება; მოთხოვნილი დოკუმენტებისა და ბრძანებების დაუყოვნებლივ მოწოდება; წერილობითი პასუხი სამუშაო ჯგუფში დასმულ კითხვებზე.

მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ მიგვიღია შემდეგი დოკუმენტები: განათლების სამინისტროდან:

გადაწყვეტილება სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებასა, სკოლის შენობის დემონტაჟისა და მოსწავლეთა სხვადასხვა სკოლებში გადანაწილების შესახებ;

გადაწყვეტილება სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენასა და სკოლის შენობის გარე ფასადზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ;

გადაწყვეტილება პირველი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ;

ინფორმაცია სკოლის ალტერნატიული შენობის მოძიების შესახებ;

ინფორმაცია ცხინვალის თეატრის შენობის სკოლისთვის გადაცემის შესახებ.

მუნიციპალური განვითარების ფონდიდან:

გადაწყვეტილება სკოლის შენობაზე განმეორებითი კომპლექსური ინსტრუმენტული ექსპერტიზის განხორციელებისას ჩვენი ექსპერტის ჩართვის შესახებ;

სამხარაულის ექსპერტიზისთვის მიწოდებული ტექნიკური დავალება;

ინფორმაცია სკოლის შენობის გარე ფასადზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გაწერილი ეტაპების შესახებ;

პასუხები 2026 წლის 22 სექტემბერს მიწერილ წერილებზე“, -ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2026 წლის 10 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, №21 საჯარო სკოლის შენობას სრული დემონტაჟი ემუქრებოდა. მშობლების, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და საზოგადოების მწვავე პროტესტის შედეგად, სამინისტრომ სკოლის დემონტაჟი 1 წლით გადადო. თუმცა ახლა უწყებამ საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააბრუნა და ექსპერტები სიტუაციის ახლიდან შესაფასებლად მიიწვია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური21-ე საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები - ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ შენობა უსაფრთხოა, ვამბობთ, რომ შენობის რეალური მდგომარეობა არცერთ დასკვნაში გაზომვით არ დადგენილა - მოვითხოვთ, ყველა ექსპერტიზაზე ჩვენი ექსპერტის დასწრებას
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებით, შენობის დემონტაჟის აუცილებლობა არ დასტურდება - 21-ე სკოლის მშობლები
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბავშვების უსაფრთხოებაზე გადაწყვეტილება, ფაქტებს უნდა დაეფუძნოს და არა ვიზუალურ დათვალიერებას“
„სამხარაულის ექსპერტები სკოლაში მისვლის შესახებ წინასწარ არ გვატყობინებენ“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
21-ე საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები - ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ შენობა უსაფრთხოა, ვამბობთ, რომ შენობის რეალური მდგომარეობა არცერთ დასკვნაში გაზომვით არ დადგენილა - მოვითხოვთ, ყველა ექსპერტიზაზე ჩვენი ექსპერტის დასწრებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები