ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

21-ე სკოლის შენობაზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა: ჩატარდება სიღრმისეული ექსპერტიზა

განათლების სამინისტრო

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, მშობლებსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. მხარეები სკოლის შენობის ბედზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ. პედაგოგები და მშობლები სკოლის ფუნდამენტური და სიღრმისეული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რომლის გარეშეც არანაირ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიან, თუმცა ამეტაპზე შენობაში შესვლასა და სწავლის დაწყებაზეც მსჯელობენ.

21-ე სკოლის შენობაზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა: ჩატარდება სიღრმისეული ექსპერტიზა
21-ე სკოლის შენობაზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა: ჩატარდება სიღრმისეული ექსპერტიზაფორმულა

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეთა მშობლებსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა. პედაგოგებისა და მშობლების მთავარი მოთხოვნაა, ჩატარდეს სიღრმისეული ექსპერტიზა, რომლის საბოლოო პასუხის გარეშე ისინი სკოლის შენობასთან დაკავშირებით მიღებულ არანაირ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიან.

„ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სკოლის ფუნდამენტური კვლევა ჩატარდეს, ზუსტად დადგინდეს, არის თუ არა სკოლის შენობის დანგრევის საჭიროება, საკმარისი იქნება თუ არა, რომ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდეს და გამაგრდეს გარკვეული ადგილები. ამ ყველაფერს მთელი წლის განმავლობაში დააკვირდებიან და წლის ბოლოს იქნება პასუხები. ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბავშვები შევიდნენ შენობაში და დაიწყოს სწავლის პროცესი“, — განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა ერთ-ერთმა მშობელმაც: „ჯერ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, საბოლოოდ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ორივე მხარემ გავაჟღერეთ პოზიციები და შევჯერდით იმაზე, რომ ექსპერტიზის ბიუროს დამატებით რა კითხვებიც გაეგზავნა და რა პასუხებიც მოვიდა, იმ პასუხებზე დაყრდნობით შესაძლებელია, რომ სკოლაში გავაგრძელოთ სწავლა, ამისთვის კი მინიმალური სამუშაოები არის ჩასატარებელი სკოლის ფასადზე. ახლა მიდიან, რომ დაათვალიერონ ეს ფასადი და, შესაბამისად, უმოკლეს დროში შესაძლებელია, რომ სამუშაოების ჩატარების შემდეგ სწავლა გაგრძელდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც არის, ჩვენი მოთხოვნა, რომელიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ, ეს არის სიღრმისეული ექსპერტიზის ჩატარება, რომლის საფუძველზეც შემდეგ უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელის სკოლას, იქნება ეს რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია თუ დემონტაჟი. ამ ექსპერტიზის გარეშე ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას ვერ დავთანხმდებით“.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.