პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Chevron-მა და ExxonMobil-მა მესამე კვარტალში მოლოდინზე მაღალი მოგება დააფიქსირეს: Chevron-ის წმინდა მოგება 9.9 მილიარდ დოლარამდე, ხოლო ExxonMobil-ისა 15.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა
BM.GE

ამერიკულმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა, Chevron-მა და ExxonMobil-მა მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნეს.

Chevron-ის კვარტალურმა შემოსავალმა $67.8 მილიარდი შეადგინა, რითაც $61.6-მილიარდიან პროგნოზს გადაუსწრო. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $3.5 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $9.9 მილიარდი შეადგინა, ერთ აქციაზე განაწილებული მოგება კი 4.89 დოლარის ნაცვლად, 5.28 დოლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება ExxonMobil-ს, კომპანიის შემოსავალი $103.1 მილიარდის ნაცვლად, $113.2 მილიარდამდე გაიზარდა. თუ 2025 წლის მესამე კვარტალში კომპანიამ $7.5 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $15.4 მილიარდი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიის ფინანსური ზრდა დიზელის საწვავზე გლობალურად გაზრდილ ფასებსა და ნავთობის გადასამუშავებელი ქარხნების სრული დატვირთვით მუშაობას უკავშირდება. მოგეხსენებათ, აშშ-ირანის ომის გამო, წელს ნავთობი 90%-ით არის გაძვირებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიაშშ-ის ნავთობის გიგანტები ირანის ომის გამო კვლავ მოგების ზრდის შესახებ იუწყებიან
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები