ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?

IBM-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 5%-ით გაიზარდა და $17.1 მილიარდი შეადგინა, სუფთა მოგებამ კი $2.19 მილიარდს მიაღწია, რითაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა ანალიტიკოსების საპროგნოზო მაჩვენებლებს გადააჭარბა.

როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?
როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?BM.GE

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, IBM-მა მესამე კვარტალში ანალიტიკოსების საპროგნოზო მაჩვენებლებს გადააჭარბა. კომპანიის შემოსავალი წლიურად 5%-ით გაიზარდა და $17.1 მილიარდი შეადგინა, რაც უოლ-სტრიტის მიერ მოსალოდნელ $16.82 მილიარდს აღემატება.

თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $1.74 მილიარდის სუფთა მოგება მიიღო, ამჯერად მონაცემმა $2.19 მილიარდი შეადგინა. გაუმჯობესდა ერთი აქციის კორექტირებული მოგების მაჩვენებელიც, რომელმაც $2.95 შეადგინა და ნავარაუდევ $2.86-ს გადააჭარბა.

როგორც ირკვევა, შემოსავლების უდიდესი ნაწილი, კერძოდ $7.80 მილიარდი პროგრამული უზრუნველყოფის სეგმენტმა დააგენერირა, რაც წლიურად 8%-იან ზრდას ნიშნავს. საკონსულტაციო მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავალმა $5.34 მილიარდი შეადგინა, ინფრასტრუქტურის სეგმენტმა კი 4%-იანი ზრდის შემდეგ $3.70 მილიარდს მიაღწია.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, IBM-მა 2026 წლისთვის თავისუფალი ფულადი ნაკადის ნავარაუდევი ზრდა $1 მილიარდამდე გაზარდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მენეჯმენტი წლიური შემოსავლების 4%-დან 5%-მდე ზრდის პროგნოზს უცვლელად ინარჩუნებს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
Netflix-ის აქციების ფასი კვარტალური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ 5.55%-ით შემცირდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები