კანადის მთავრობა - კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება
კანადის მთავრობის განცხადებით, კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება. მხარეები უახლოეს თვეებში განსაზღვრავენ ამ პარტნიორობის არსსა და მასშტაბს, ასევე შექმნეს „ალიანსი მომავლისთვის“.

კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება. ამის შესახებ კანადის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 29-30 ოქტომბრის ევროკავშირი-კანადის სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადის პრემიერ- მინისტრმა მაკრ კარნიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ალიანსი მომავლისთვის” ჩამოაყალიბეს - ახალი პარტნიორობა, რომელიც ეფექტიანად გამოიყენებს კანადის, ევროკავშირისა და მსგავსი ღირებულებების მქონე სხვა ქვეყნების სტრატეგიულ შესაძლებლობებს საერთო გამოწვევების დასაძლევად.
„პარალელურად, კანადა და ევროკავშირი მუშაობენ რაც შეიძლება ღრმა პარტნიორობისკენ - გაწევრიანების გარდა - და კანადა გახდება ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი. მომდევნო თვეების განმავლობაში კანადა და ევროკავშირი განსაზღვრავენ წევრობის ამ ფორმის არსს, მასშტაბსა და ჩარჩოს", - ნათქვამია განცხადებაში.
ციტატები სტატიიდან
„პარალელურად, კანადა და ევროკავშირი მუშაობენ რაც შეიძლება ღრმა პარტნიორობისკენ - გაწევრიანების გარდა - და კანადა გახდება ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი. მომდევნო თვეების განმავლობაში კანადა და ევროკავშირი განსაზღვრავენ წევრობის ამ ფორმის არსს, მასშტაბსა და ჩარჩოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…