პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირი და კანადა აცხადებენ, რომ ქმნიან „ალიანსს მომავლისთვის“

მონრეალში გამართულ სამიტზე ევროკავშირმა და კანადამ „მომავლის ალიანსის“ შექმნა გამოაცხადეს, რომელიც სტრატეგიულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას მოიცავს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ 2027 წლამდე ევროკავშირთან კანადის კიდევ უფრო მჭიდრო ასოცირების კონცეფციას განსაზღვრავენ.

ევროკავშირი და კანადა აცხადებენ, რომ ქმნიან „ალიანსს მომავლისთვის“
ევროკავშირი და კანადა აცხადებენ, რომ ქმნიან „ალიანსს მომავლისთვის“ნეტგაზეთი

მონრეალში გამართულ სამიტზე ევროკავშირმა და კანადამ გამოაცხადეს, რომ ქმნიან ახალ ალიანსს მომავლისთვის.

ევროკავშირის თანახმად, მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე შექმნილი ალიანსის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო კეთილდღეობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების სივრცის ჩამოყალიბება.

„ეს არის მომენტი, როდესაც მკაფიო ხედვითა და ამბიციით უნდა ვიმოქმედოთ. ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სტრატეგიული თვალსაზრისით უფრო მჭიდრო თანამშრომლობით, კანადა და ევროკავშირი ნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ „მომავლის ალიანსს“ ქმნიან, რომელიც დღევანდელი გამოწვევებისა და შესაძლებლობების მასშტაბს შეესაბამება და გააძლიერებს თავისუფლებას, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას, რასაც ჩვენი მოქალაქეები ელიან და იმსახურებენ. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, — ნათქვამია სამიტის განცხადებაში.

ალიანსმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა ექვსი მიმართულებით:

ვაჭრობა და მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობა;

ციფრული ტექნოლოგიები, კვლევითი და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;

კრიტიკული რესურსები და ენერგეტიკა;

ფინანსური მომსახურება და ბაზრები;

უსაფრთხოება და მზადყოფნა;

ხალხთაშორისი კავშირები.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ევროკავშირისა და კანადის კიდევ უფრო მჭიდრო ასოცირებისკენ და 2027 წლის ევროკავშირისა და კანადის სამიტამდე განსაზღვრავენ კანადის ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო ასოცირების კონცეფციას, რაც სრულუფლებიან წევრობაზე ნაკლებად ღრმა ფორმას გულისხმობს.

16 სექტემბერს, ევროპარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ინიციატივით, კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს.

ფორმულირება მოულოდნელი აღმოჩნდა წევრი ქვეყნებისთვის, რამეთუ ის შეთანხმებული არ ყოფილა, ასევე, ბუნდოვანია, რას გულისხმობს ასოცირებული წევრობა, რადგან ასეთი არც ევროკავშირის ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული და არც პრეცედენტი ჰქონია.

მანამდე გერმანია გამოვიდა უკრაინისთვის ასოცირებული წევრობის წინადადებით, რაც ეტაპობრივი ინტეგრაციის კონკრეტულ ზომებს მოიცავდა, თუმცა კიევმა ეს იდეა უარყო და განაცხადა, რომ მას მხოლოდ ევროკავშირში სრული ინტეგრაცია სურდა.

კანადა EU-ის პირველი „ასოცირებული წევრი“? რას (არ) ნიშნავს ბრიუსელის ახალი ინიციატივა

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკანადის მთავრობა - კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არის მომენტი, როდესაც მკაფიო ხედვითა და ამბიციით უნდა ვიმოქმედოთ. ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სტრატეგიული თვალსაზრისით უფრო მჭიდრო თანამშრომლობით, კანადა და ევროკავშირი ნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ „მომავლის ალიანსს“ ქმნიან, რომელიც დღევანდელი გამოწვევებისა და შესაძლებლობების მასშტაბს შეესაბამება და გააძლიერებს თავისუფლებას, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას, რასაც ჩვენი მოქალაქეები ელიან და იმსახურებენ. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კანადის და ევროკავშირის ახალი ალიანსი შეიქმნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები