პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი კანადასთან „ასოცირებული წევრობის“ საკითხზე იმუშავებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კანადასთან „ასოცირებული წევრობის“ საკითხზე იმუშავებს. მისი თქმით, ევროკავშირს სურს, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი კანადასთან „ასოცირებული წევრობის“ საკითხზე იმუშავებს
ინტერპრესნიუსი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი კანადასთან „ასოცირებული წევრობის“ საკითხზე იმუშავებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მიმართა, რომელიც ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას ესწრება.

„მარკ, ევროპასა და კანადას დემოკრატიის სჯერათ. მათ სჯერათ იმისა, რომ ძალაუფლება არ ეკუთვნის ყველაზე ძლიერს, ყველაზე მდიდარს და ყველაზე ხმამაღლა მოსაუბრეს, არამედ ის თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. დემოკრატიებს თავისუფლება აქვთ იმისა, რომ თავად აირჩიონ, თუ ვისთან ითანამშრომლონ. ასე რომ, ჩვენ ძალებს საკუთარი ნებით ვაერთიანებთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირს სურს, კანადასთან ურთიერთობები უმაღლეს დონეზე ავიდეს.

„ასე რომ, მსურს თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა კანადას კარი გავუღოთ, რომ ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. BM.GEოპოზიციურიევროკომისიამ კანადას ბლოკის ასოცირებული წევრობა შესთავაზა
  2. რუსთავი 2სამთავრობო"მსურს ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, რომ გავაღოთ კარი კანადისთვის" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიკანადა შესაძლოა, ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Euronews: მარკ კარნი ევროკავშირთან ალიანსს მიესალმება, თუმცა სრულ წევრობასა და სუვერენიტეტზე მკაფიო ზღვრებს აწესებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები