პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ბენაშვილი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ბენაშვილი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამის მსმენელებს შეხვდა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაში პარლამენტის როლზე ესაუბრა.

გია ბენაშვილი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ბენაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია.

გია ბენაშვილი აკადემიის სამაგისტრო პროგრამის მსმენელებს შეხვდა და თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაში პარლამენტის როლზე ესაუბრა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სამაგისტრო პროგრამის მსმენელების პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის უკეთ გააზრებასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას.

აკადემიის მსმენელებთან შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და აკადემიის მაგისტრატურის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ირაკლი უჩაძე დაესწრნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია ჩაატარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები