პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირინე წაქაძე: „საქართველო მიზნად ისახავს ინკლუზიური, ბავშვზე ორიენტირებული განათლებისა და მხარდაჭერის სისტემის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ მანილაში განაცხადა, რომ საქართველო წლის ბოლომდე ბავშვზე ორიენტირებულ მხარდაჭერის სერვისებს დანერგავს, რაც ძალადობის, ბულინგისა და გარიყვის რისკებს შეამცირებს.

ირინე წაქაძე: „საქართველო მიზნად ისახავს ინკლუზიური, ბავშვზე ორიენტირებული განათლებისა და მხარდაჭერის სისტემის
შენი ექიმი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ფილიპინებში, ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ირინე წაქაძემ საქართველოში ინკლუზიური, ბავშვზე ორიენტირებული განათლებისა და მხარდაჭერის სისტემასა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს გეგმებზე ისაუბრა.

მინისტერიალზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტედროს ადანომ გებრეისუსი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, გაეროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

როგორც ირინე წაქაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო მიზნად ისახავს ინკლუზიური, ბავშვზე ორიენტირებული განათლებისა და მხარდაჭერის სისტემის გაძლიერებას, რომელიც პასუხობს ყველა ბავშვის განსხვავებულ საგანმანათლებლო, ქცევით, განვითარების და ემოციურ, განსაკუთრებით კი მოწყვლად მდგომარეობაში თუ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების საჭიროებებს.

მინისტრის მოადგილემ იმ ვალდებულებაზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად იღებს.

„ ვაცნობიერებთ, რომ ზოგიერთ ბავშვს, განსაკუთრებით სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს, აქვთ კომპლექსური ქცევითი და ემოციური საჭიროებები, რომლებიც უფრო სპეციალიზებულ მიდგომას მოითხოვს. გამიზნული გვაქვს, მიმდინარე წლის ბოლომდე, დავნერგოთ მულტიდისციპლინური, ბავშვზე ორიენტირებული მხარდაჭერის სერვისები, რომლებიც ამ ბავშვებს დაეხმარება უნარების გაძლიერებაში, საგანმანათლებლო და სოციალურ გარემოში მონაწილეობის გაუმჯობესებასა და ასევე შეამცირებს ძალადობის, ბულინგისა და გარიყვის რისკებს“ – განაცხადა ირინე წაქაძემ.

ორდღიანი მინისტერიალი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და სიტყვით გამოსვლებს – სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბავშვთა უფლებების დამცველები და ახალგაზრდები მსჯელობენ ბავშვთა უსაფრთხოების, მათი საჭიროებებისა და ძალადობის პრევენციის საკითხებზე. მონაწილეები იმ ვალდებულებების შესახებაც აკეთებენ განცხადებას, რომლებსაც ქვეყნები ორი წლის განმავლობაში, მომდევნო მინისტერიალის გამართვამდე შეასრულებენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ფილიპინების რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თორნიკე ნოზაძე.

ნახვა Facebook-ზე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობო"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო საფეხურებს შორის გადასვლის პროცესში მხარდაჭერის უწყვეტობის უზრუნველყოფაა" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მასალის შესახებპირველწყარო: შენი ექიმი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო საფეხურებს შორის გადასვლის პროცესში მხარდაჭერის უწყვეტობის უზრუნველყოფაა" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები