ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა 9 ნოემბერს განახლდება
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 9 ნოემბერს შეკითხვების ეტაპით განახლდება.

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის, რა პროცესიც 9 ნოემბრიდან დაიწყება.
საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი სხდომა 9 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. განხილვები 9, 10, 11, 12 და 13 ნოემბერს გაიმართება.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განმარტა, პირველი კითხვებს სასამართლო მოსარჩელეებთან, შემდეგ კი მოპასუხეებთან დასვამს.
„ყველა კითხვას თავისი მნიშვნელობა ექნება. ყველა კითხვაზე პასუხი როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მხრიდან სასამართლოსთვის გასაგები უნდა იყოს. ამიტომ რაც უფრო აღქმადი და რაც უფრო ნაკლებად ხმაურიანი იქნება, იმ მეთოდს მივმართავთ“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„ყველა კითხვას თავისი მნიშვნელობა ექნება. ყველა კითხვაზე პასუხი როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მხრიდან სასამართლოსთვის გასაგები უნდა იყოს. ამიტომ რაც უფრო აღქმადი და რაც უფრო ნაკლებად ხმაურიანი იქნება, იმ მეთოდს მივმართავთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…