პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რუსული სამხედრო თვითმფრინავები სამხრეთი კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში შევიდნენ

სამხრეთ კორეის ცნობით, რუსული სამხედრო თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდნენ, რის გამოც სეულმა გამანადგურებლები ააფრინა.

რუსული სამხედრო თვითმფრინავები სამხრეთი კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში შევიდნენ
რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ინფორმაციით, რუსული სამხედრო თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო საზღვარს მიუახლოვდნენ კუნძულ ულუნის მახლობლად და მას შემდეგ, რაც სარდლობამ ტაქტიკური მანევრებისთვის გამანადგურებლები გაგზავნა, საიდენტიფიკაციო ზონა დატოვეს.

სააგენტო Yonhap-ის ცნობით, ჩრდილოეთ კიონსანის პროვინციის ადმინისტრაციამ, რომლის შემადგენლობაშიც კუნძული ულუნია, 24 ნოემბერს ადგილობრივ მცხოვრებთ გაუგზავნა შეტყობინება სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის თვითმფრინავებისა და ევაკუაციის საჭიროების შესახებ. შეცდომით გამოცხადებული განგაში მალევე გააუქმეს.

საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა სამხრეთ კორეის საჰაერო საზღვრებს მიღმა არსებული სპეციალური ბუფერული სივრცეა, რომელიც სეულს სჭირდება მოახლოებული საფრენი აპარატების წინასწარ იდენტიფიცირებისა და კონტროლისთვის.

სამხრეთი კორეა მოითხოვს, რომ უცხო ქვეყნებმა თავიანთი აპარატების ფრენის გეგმა ზონაში შესვლამდე წარმოადგინონ და იდენტიფიცირება მოახდინონ.

რუსეთი აცხადებს, რომ სამხრეთი კორეის მიერ ცალმხრივად დადგენილ ამ ზონას არ აღიარებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Financial Times: პენტაგონი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აყოვნებს - ჰეგსეტს 60-მდე რაკეტის გაგზავნაზე თანხმობა ჯერ არ გაუციაწაიკითხე

უახლესი ამბები