ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ელენე ხოშტარია: ქვეყანაში არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება

საკონსტიტუციო სასამართლო

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით პარტიების აკრძალვით ქვეყანაში არჩევანი იზღუდება, რათა საქართველო ისეთი გახდეს, როგორიც რუსეთს დასჭირდება.

ელენე ხოშტარია: ქვეყანაში არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება
ელენე ხოშტარია: ქვეყანაში არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდებაTV პირველი

ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ციხიდან ეხმაურება - პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში არა პოლიტიკური პარტიები, არამედ არჩევანი იკრძალება.

"ქვეყანაში არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება" - წერს წერილში ელენე ხოშტარია.

ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ეტლით გადაადგილდება, ამბობს, რომ იმ პროცესით, რასაც ახლა "ოცნება" საკონსტიტუციოს ხელით აკეთებს, "ზღუდავენ საქართველოს იმისთვის, რომ არა ჩვენი, არამედ რუსეთის ნებით ვიცხოვროთ და რაც ჩვენი ნებით გვიცხოვრია, ისიც დავივიწყოთ".

სანამ საკონსტიტუციო სასამართლოზე ჩემს აზრს გაგიზიარებთ, უნდა შევიტანო ერთი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი შესწორება:

იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია. ტექნიკურად „ქოცური“ კანონების გამო, „გირჩი“ და „დროა“ გახდა პარტია „ახალის“ ნაწილი, თუმცა რეალურად ეს 3 პარტიაა. ნუ გამოვიყენებთ ქოცურ ციფრებს - იკრძალება ყველა რეგისტრირებული პროდასავლური პარტია.

ახლა დავსვათ კითხვა - რას ნიშნავს „იკრძალება“? ფიზიკურად ადამიანებს, პოლიტიკოსებს ვერ აკრძალავენ, მათ შორის ციხეში ჩასმითაც კი. ეს კარგად ჩანს.

შესაბამისად, რისი აკრძალვაც ხელეწიფებათ, ეს არის არჩევნებში ამ პარტიების მონაწილეობა, ანუ მივედით მთავარ საკითხამდე - ქვეყანაში კრძალავენ არჩევნებს!

არჩევანი ვერ აიკრძალება. ოპოზიციური მოქალაქის არჩევანი ან არის, ან არა. თუ ის არ არის - ეს ნიშნავს, რომ, არცერთ მოქალაქეს არა არ აქვს.

ახლა დავსვათ მეორე კითხვა : რატომ იკრძალება მოქალაქეების არჩევანი?

პასუხი ზედაპირზეა, რადგან საქართველოს მოქალაქეები თავისუფლების, საქართველოს ევროპული იდენტობის მომხრეები არიან, ასეთი ადამიანები კი რუსებისთვის, მათ შორის, ქართველი რუსებისთვის, მიუღებელნი არიან.

მეორე დასკვნა - არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს არა ისეთი, როგორიც მოსახლეობას მოუნდება ხოლმე, თუნდაც მწვავე შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე, არამედ გარანტირებულად ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება ხოლმე. აქვე, ამავე პროცესში, რუსებს უნდათ, რომ გამოსწორდეს ის მოცემულობები, რომლებიც დამოუკიდებელმა საქართველომ საკუთარი სუვერენიტეტისთვის შექმნა. ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვებების სერია რუსეთზე, ომის მხარეებთან, საქართველოს ტერიტორიებთან და საერთაშორისო სამშვიდობო კომპონენტებთან დაკავშირებით.

მაგალითად, 2000-იან წლებში საქართველოს სუვერენულმა მთავრობამ მიაღწია რუსეთის, როგორც ოკუპანტისა და ომში დამნაშავის, აგრესორის სტატუსს, რაც სამომავლოდ დაგვაბრუნებინებს ტერიტორიებს.

პარტიების აკრძალვის შესახებ ამ სარჩელით უნდა წაიშალოს ყველა ეს მიღწევა, გადაიწეროს ისტორია და რუსეთი ისევ „მშვიდობისმყოფელი“ გახდეს. ხომ გეცნობათ სიტყვა „მშვიდობა“?! ზუსტად იმ მნიშვნელობით ხმარობს „ქოცი“ „მშვიდობას“, როგორც რუსეთი იყო „მშვიდობისმყოფელი“.

შესაბამისად, ამ პროცესით ზღუდავენ საქართველოს იმისთვის, რომ არა ჩვენი, არამედ რუსეთის ნებით ვიცხოვროთ და რაც ჩვენი ნებით გვიცხოვრია, ისიც დავივიწყოთ.

საბჭოთა ოკუპაციაც, თავის დროზე, აგრესიული, მოძალადე, უღირსი უმცირესობის მიერ მოხდა დასავლეთის მოუცლელობის ფონზე. ოღონდ ისტორია აღარ უნდა განმეორდეს, რადგან ჩვენც ბევრად უფრო ძლიერები ვართ და დასავლეთიც.

და ბოლოს, ძალიან თვალსაჩინოა ქართული პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის ძალა, ცოდნა, ღირსება ამ პროცესზე. ამას თუ დაემატება ერთობა და მოქმედება, რეჟიმი წავა!

ბოლომდე!

რუსთავის ქალთა ციხე

30/10/2026

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიელენე ხოშტარია - ქვეყანაში არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება - ძალიან თვალსაჩინოა ქართული პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის ძალა, ცოდნა, ღირსება ამ პროცესზე, ამას თუ დაემატება ერთობა და მოქმედება, რეჟიმი წავა!
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქვეყანაში არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება“
ელენე ხოშტარია
„ზღუდავენ საქართველოს იმისთვის, რომ არა ჩვენი, არამედ რუსეთის ნებით ვიცხოვროთ და რაც ჩვენი ნებით გვიცხოვრია, ისიც დავივიწყოთ“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თაზო დათუნაშვილი ელენე ხოშტარიაზე - რაც დღეს ვიხილე, ეს ადამიანის წამება და მისი ფიზიკური ხელყოფის მცდელობაა - ელენეს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, როგორც პარტიების გაუქმების მცდელობა, „ქართული ოცნების“ სისუსტეს აჩვენებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები