ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ელენე ხოშტარია: ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება! ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას გვაძლევთ საკნებში მყოფებს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთიანობა პატიმრებს დიდ ენერგიას აძლევს. საქმეზე, რომლითაც 5 პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვა მოითხოვება, ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

ელენე ხოშტარია: ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება! ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას გვაძლევთ საკნებში მყოფებს
ელენე ხოშტარია: ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება! ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას გვაძლევთ საკნებში მყოფებსTV პირველი

"ასევე ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში" - ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს,ს ადაც ოპოზიციის აკრძალავის სარჩელის განხილვა მიდის.

"ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას გვაძლევთ საკნებში მყოფებს" - წერს წერილში ელენე ხოშტარია და დასძენს, რომ "ერთად ძალიან ძლიერები ვართ!"

როგორც საკანში მყოფმა, როგორც პოლიტპატიმარმა, მინდა, მივმართო ოპოზიციას და ვუთხრა, რომ დიდ იმედსა და ენერგიას გვაძლევს მიმდინარე პროცესის ყურებისას მათი პროფესიონალიზმი, ეთიკურობა, მორალური უპირატესობა, ცოდნა, კომპეტენცია და, რაც მთავარია, სიმართლე!

ასევე ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში.

ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას გვაძლევთ საკნებში მყოფებს.

რთული პროცესია, წინ ბევრი ბარიერი გვექნება, მაგრამ ერთად ძალიან ძლიერები ვართ!

რუსთავის ქალთა ციხე

22/10/2026"- წერს ელენე ხოშტარია.

11 უარი ოპოზიციას - სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ასევე ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში“
ელენე ხოშტარია
„ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას გვაძლევთ საკნებში მყოფებს“
ელენე ხოშტარია
„ერთად ძალიან ძლიერები ვართ!“
ელენე ხოშტარია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხოშტარია პარტიების აკრძალვაზე: გამოვფხიზლდებით ქვეყნის შიგნითაც და გარეთაცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები