პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ფავლენიშვილი – ყველა კარგად ვხედავთ, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციოში, მგონი, „ოცნების“ მომხრეებშიც უკმაყოფილებას იწვევს, იმდენად მკაფიოა ჩვენი უპირატესობა და სიმართლე

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

„ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო „მიიტაცეს“ და მოსამართლეს „ოცნების“ სასარგებლოდ აშკარა პოლიტიკური პოზიცია ეტყობა.

ირაკლი ფავლენიშვილი – ყველა კარგად ვხედავთ, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციოში, მგონი, „ოცნების“ მომხრეებშიც უკმაყოფილებას იწვევს, იმდენად მკაფიოა ჩვენი უპირატესობა და სიმართლე
პირველი არხი

ყველა კარგად ვხედავთ, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციოში, ისტორიული სიმართლე გამოჩნდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, გამოჩნდა ოპოზიციის უპირატესობა.

„მგონი, თვითონ „ოცნების“ მომხრეებშიც უკმაყოფილებას იწვევს, იმდენად მკაფიოა ჩვენი უპირატესობა და სიმართლე. ეს განსაკუთრებით ბოლო კვირის მანძილზე გამოჩნდა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ეს ინსტიტუციაც მიიტაცეს, მოსამართლეს აშკარად ეტყობა კეთილგანწყობა კი არა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პოზიცია, „ოცნების“ სასარგებლოდ“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ფავლენიშვილი პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე - როგორ უნდა შეფუთო სამართლებრივად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მილიონზე მეტ ადამიანს აღარ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება - პროცესი თავიდან ბოლომდე არის ფარსიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები