მილიონზე ნაკლები ადამიანის ხმების უფლების შეზღუდვა ხდება ოფიციალურად - ირაკლი ფავლენიშვილი პარტიების აკრძალვაზე
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელის განხილვა გრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ ამ პროცესით ოფიციალურად იზღუდება ამომრჩეველთა ხმის უფლება.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა ორ საათში განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
მოსამართლეთა პლენუმმა დღეს უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება ოპოზიციის რიგით მე-11 და გახარიას პარტიის მე-4 შუამდგომლობაზე. საუბარია მოწმეთა დაკითხვასა და კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულებების დართვაზე.
მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის მოთხოვნები დაუსაბუთებელია და მოპასუხე მხარე პროცესის გაჭიანურებას ხელოვნურად ცდილობს. უმრავლესობა კიდევ ერთხელ საუბრობს კონსტიტუციურ სარჩელში არსებულ მტკიცებულებებზე და იმედოვნებს, რომ სასამართლო, საბოლოოდ, სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი, მიმდინარე პროცესით, მილიონობით ადამიანისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას ცდილობს.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, საზოგადოება მიმდინარე პროცეს საკუთარი თვალით აკვირდება, რის შემდეგ შესაბამის დასკვნასაც გამოიტანს.
"მილიონზე ნაკლები ადამიანის ხმების უფლების შეზღუდვა ხდება ოფიციალურად. ამ ყველაფერს თავისი თვალით ხედავს ქართული საზოგადოება და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…