პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ფავლენიშვილი პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე - როგორ უნდა შეფუთო სამართლებრივად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მილიონზე მეტ ადამიანს აღარ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება - პროცესი თავიდან ბოლომდე არის ფარსი

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებათბილისის საქალაქო სასამართლო

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას ფარსს უწოდებს და ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები „ქართული ოცნების“ იდეოლოგიით არიან ინდოქტრინირებულნი და დემოკრატიას კლავენ.

ირაკლი ფავლენიშვილი პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე - როგორ უნდა შეფუთო სამართლებრივად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მილიონზე მეტ ადამიანს აღარ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება - პროცესი თავიდან ბოლომდე არის ფარსი
ინტერპრესნიუსი

როგორ უნდა შეფუთო სამართლებრივად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მილიონზე მეტ ადამიანს აღარ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები „ტენდენციურები და მიკერძოებულები არიან“.

„პროცესი თავიდან ბოლომდე არის ფარსი. ჩვენ კარგად ვხედავდით, როგორი მიკერძოებულები და ტენდენციურები არიან მოსამართლეები. ისინი საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისგან განსხვავებითაც კი უფრო მეტად ინდოქტრინიზირებულები არიან „ქართული ოცნების“ იდეოლოგიით. უფრო მეტი აგრესიით გამოირჩევიან ოპოზიციის ყველა წევრის მიმართ. სამართლებრივად სურთ შეფუთონ, ის რომ საქართველოში დემოკრატიას კლავენ, რაც არის წარმოუდგენელი. როგორ უნდა შეფუთო სამართლებრივად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მილიონზე მეტ ადამიანს აღარ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ფავლენიშვილი – ყველა კარგად ვხედავთ, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციოში, მგონი, „ოცნების“ მომხრეებშიც უკმაყოფილებას იწვევს, იმდენად მკაფიოა ჩვენი უპირატესობა და სიმართლეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები