„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის მოქმედ ლიდერებს აკრიტიკებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ახალ მენეჯმენტს იზოლაციონიზმში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპოზიციას „ქართულმა ოცნებამ“ მოუგო. მისი თქმით, ივანიშვილმა ოპოზიცია ერთ ნავში ჩასვა, რაც თავად ოპოზიციას უნდა გაეკეთებინა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე მოქმედ ლიდერებს მწვავედ აკრიტიკებს და მათ საქმიანობას იწუნებს. თინა ბოკუჩავა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა ახლანდელ ხელმძღვანელებს ღიად უპირისპირდება. ბოკუჩავა აღიარებს, რომ ოპოზიციას ქართულმა ოცნებამ მოუგო.
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომების შეფასებისას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე უკმაყოფილებას გამოთქვამს.
„გარდა ამ ძალდატანებული ფორსირებული შემთხვევისა, რომელიც არა ჩვენი მოქმედებით, არამედ ივანიშვილის მოქმედებით არის განპირობებული, სამწუხაროდ, ახალი მენეჯმენტის პირობებში გაცილებით უფრო იზოლაციონასტურია. თავად ივანიშვილმა ერთ ნავში ჩასვა ოპოზიცია, მაგრამ ეს ივანიშვილს კი არ უნდა გაეკეთებინა, ეს თავად ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა“, - აცხადებს ბოკუჩავა.
ციტატები სტატიიდან
„გარდა ამ ძალდატანებული ფორსირებული შემთხვევისა, რომელიც არა ჩვენი მოქმედებით, არამედ ივანიშვილის მოქმედებით არის განპირობებული, სამწუხაროდ, ახალი მენეჯმენტის პირობებში გაცილებით უფრო იზოლაციონასტურია. თავად ივანიშვილმა ერთ ნავში ჩასვა ოპოზიცია, მაგრამ ეს ივანიშვილს კი არ უნდა გაეკეთებინა, ეს თავად ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…