პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რასაც ვედავებით, რაც შეიძლება გახდეს მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი, ფაქტობრივად მათ მიერვე არის აღიარებული მიმდინარე დღეების განმავლობაში - თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე

საკონსტიტუციო სასამართლოლელო

დეპუტატ თორნიკე ჭეიშვილის მტკიცებით, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მოპასუხე მხარემ თავისი გამოსვლებით ფაქტობრივად თავადვე აღიარა და გაამყარა ის ბრალდებები, რაც მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომაზე მოპასუხე მხარე საკუთარ არგუმენტებს წარადგენს. მომდევნო კვირის განმავლობაში მხარეები შეისვენებენ და პროცესი ახალი ეტაპით, კითხვა-პასუხით 9 ნოემბრიდან განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლო გახარიას პარტიის და "ლელოს" წარმომადგენლები წარსდგნენ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლები შეაფასა.

მისი თქმით, სხდომებზე ბევრი ტყუილ-მართალი გაჟღერდა და რაც უფრო მეტს საუბრობს მოპასუხე მხარე, მით უფრო ამყარებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რაც მმართველი გუნდის სარჩელში არის წარმოდგენილი.

"მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი ერთმანეთში აღრეული. ბუნებრივია, ჩვენ დეტალურად ვახდენთ მათი პოზიციების აღწერას, აღნუსხვას, რასაც, რასაკვირველია, გაეცემა სათანადო პასუხი უპირველესად პროცესის მიზნებიდან გამომდინარე, თავად სასამართლოს სხდომის დარბაზში. ჩვენ წინ გვაქვს შესაბამისი ეტაპები.

აქ მხოლოდ ერთი შეიძლება ითქვას ძალიან მკაფიოდ, რაც უფრო მეტს საუბრობს მოპასუხე მხარე, მით უფრო ამყარებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რაც ჩვენს სარჩელში არის წარმოდგენილი. მთელი ამ დღეების ნარატივი მათ მიერ ტირაჟირებული, პროცესის მსვლელობის კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, იქნება შემდგომში კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ რასაც ვედავებით, რაც შეიძლება გახდეს მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი, ფაქტობრივად თავადვე, მათ მიერვე არის აღიარებული მიმდინარე დღეების განმავლობაში", - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობო"მოპასუხის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტების უმწვავესი დეფიციტია" - თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: „სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ბრალდებებს ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. ეს იძლევა განცდას, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ, პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ მიმდინარე მსჯელობა, რაც არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები