საკონსტიტუციო სასამართლო "ოცნებისგან" მტკიცებულებებს ითხოვს
საკონსტიტუციო სასამართლო „ოცნებისგან“ ითხოვს მტკიცებულებებს, რითაც ოპოზიციის ძალადობასთან კავშირი, სისხლისსამართლებრივი დევნა ან განაჩენები დასტურდება.

საკონსტიტუციო სასამართლო "ოცნებისგან" მტკიცებულებებს ითხოვს - პლენუმისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ამტკიცებს მოსარჩელე მხარე, რომ ოპოზიცია ძალადობაში იყო ჩართული ან ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდა. მოსამართლე ევა გოცირიძემ "ოცნების" დეპუტატებს მოუწოდა, რომ წარმოადგინონ ვიდეოები, რომელიც მათ ბრალდებას დაადასტურებს.
ევა გოცირიძის წინადადება განავრცო მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა და მოსარჩელე მხარეს ჰკითხა, შეეძლო თუ არა წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიმე პარტიის რომელიმე ლიდერის მიმართ აღძრული სისხლის სამართლებრივი დევნის ან დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ.
მოსამართლე ევა გოცირიძე: იქნებ გაუადვილოთ სასამართლოს და მაინც ცალკე წარმოადგინოთ პოლიტიკური პარტიების იმ ქმედებების ნუსხა იქნება თუ მტკიცებულებები, რომელიც უკავშირდება ძალადობასთან მათ კავშირს - ან კონკრეტული განცხადება, ან ძალადობისკენ მოწოდება, ან კონკრეტული დაფინანსების ფაქტი ან რაღაც ფაქტი.
მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი: ქალბატონი ევას თხოვნის გაგრძელებაა ჩემი თხოვნაც, თქვენ ამ სარჩელში 5 პარტიას ამხელთ საკმაოდ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებებში. ამ ეპიზოდებს თავის ფიგურანტები, მონაწილეები ჰყავს. შეგიძლიათ გაგვიმარტივოთ საქმე, წარმოგვიდგინოთ მტკიცებულება, რომელი პარტიის რომელ ლიდერის ან წევრის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლებრივი დევნა ან კანონის ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი.
არჩილ გორდულაძე: ეს იმდენად საყოვლეთაოდ ცნობილი ფაქტებია, რომ ნებისმიერმა იცის. შეგვიძლია რა თქმა უნდა...
მოსამართლე ევა გოცირიძე: ზოგადი ამ თანხმობისა, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ დამხობაში, რაიმე კონკრეტული თუ გაქვთ?
არჩილ გორდულაძე: დიახ, წარმოდგიდგენთ თითოეული პირის თითოეულ განცხადებას გაშიფრულად.
მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი: განცხადებები ბევრია ვიცი, მე ვიძახი მუხლების მიხედვით.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…