“ველოდებით სემეკს” - კობახიძემ არ იცის, გაუძვირდება თუ არა გაზი მოქალაქეებს
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ იცის, გაძვირდება თუ არა გაზი, რადგან ტარიფის დადგენა სემეკის პრეროგატივაა და ხელისუფლება მის გადაწყვეტილებას ელოდება. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით კი, წყლისა და გაზის ტარიფები წლის ბოლოს გადაიხედება.

ირაკლი კობახიძემ არ იცის, გაძვირდება თუ არა გაზის ტარიფი. მისი თქმით, ამაზე გადაწყვეტილებას სემეკი იღებს და “მისი პრეროგატივა არ არის.“
“ოცნების“ ლიდერის თქმით, “ყველა ვალდებულია, რომ სემეკის გადაწყვეტილებას დაელოდოს“.
"ველოდებით სემეკს. რა თქმა უნდა, ჩვენ კონსულტაციებიც გვაქვს სემეკთან, თუმცა, გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები.
სემეკი იღებს გადაწყვეტილებას [გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი] და სემეკის ნაცვლად მე არ მაქვს განცხადებების გაკეთების უფლება" - თქვა ირაკლი კობახიძემ.
სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, წყლის და გაზის ტარიფები წლის ბოლოს გადაიხედება. ასევე, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც სემეკს აძლევს უფლებას, წყლის და გაზის ტარიფი დაადგინოს მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატია[გაზის ტარიფი] ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, სემეკის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ - პრემიერი
ირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა, უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას
გაძვირდება თუ არა გაზის ტარიფი - კობახიძის პასუხი
“ველოდებით სემეკს” – კობახიძის მტკიცებით, არ იცის გაძვირდება გაზი თუ – არა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…