[გაზის ტარიფი] ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, სემეკის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ - პრემიერი
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაზის ტარიფის შესაძლო ზრდაზე გადაწყვეტილება სემეკის პრეროგატივაა და კომისიის პოზიციას უნდა დაელოდონ. პარლამენტმა კი დააჩქარა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაზისა და წყლის ტარიფი მოხმარებული მოცულობის მიხედვით დადგინდება.
![[გაზის ტარიფი] ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, სემეკის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ - პრემიერი](/thumb/160669-960-9fee30a5.webp)
"სემეკი იღებს გადაწყვეტილებას და სემეკის ნაცვლად მე არ მაქვს განცხადებების გაკეთების უფლება", - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაზის ტარიფის შესაძლო ზრდაზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სემეკთან კონსულტაციები არის, თუმცა გადაწყვეტილება კომისიის პრეროგატივაა.
"ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. რა თქმა უნდა, ჩვენ კონსულტაციებიც გვაქვს სემეკთან, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და პირველ რიგში უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები",- ამბობს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი, რომელიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. სემეკი უფლებას იტოვებს ბუნებრივი აირის ტარიფი მოხმარებული მოცულობის მიხედვით დაუდგინოს, რაც იმას გულისხმობს, რომ ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის. გაზის მსგავსად წყლის ტარიფიც მოხმარების მიხედვით განისაზღვრება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაციტატები სტატიიდან
„სემეკი იღებს გადაწყვეტილებას და სემეკის ნაცვლად მე არ მაქვს განცხადებების გაკეთების უფლება“
„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. რა თქმა უნდა, ჩვენ კონსულტაციებიც გვაქვს სემეკთან, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და პირველ რიგში უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…