ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ველოდებით სემეკს” – კობახიძის მტკიცებით, არ იცის გაძვირდება გაზი თუ – არა

სემეკისაქართველოს პარლამენტი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაზის ტარიფის შესაძლო გაძვირებაზე გადაწყვეტილებას სემეკი იღებს და მანამდე თავად განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვს. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით კი, წყლისა და გაზის ტარიფები წლის ბოლოს გადაიხედება.

“ველოდებით სემეკს” – კობახიძის მტკიცებით, არ იცის გაძვირდება გაზი თუ – არა
“ველოდებით სემეკს” – კობახიძის მტკიცებით, არ იცის გაძვირდება გაზი თუ – არაალია

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გაძვირდება თუ არა გაზის ტარიფი ამაზე გადაწყვეტილებას სემეკი იღებს და “მისი პრეროგატივა არ არის.“

“ველოდებით სემეკს. რა თქმა უნდა, ჩვენ კონსულტაციებიც გვაქვს სემეკთან, თუმცა, გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები.

სემეკი იღებს გადაწყვეტილებას [გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი] და სემეკის ნაცვლად მე არ მაქვს განცხადებების გაკეთების უფლება” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, წყლის და გაზის ტარიფები წლის ბოლოს გადაიხედება. ასევე, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც სემეკს აძლევს უფლებას, წყლის და გაზის ტარიფი დაადგინოს მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. BM.GEოპოზიციური[გაზის ტარიფი] ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, სემეკის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ - პრემიერი
  2. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა, უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას
  3. TV პირველიოპოზიციურიგაძვირდება თუ არა გაზის ტარიფი - კობახიძის პასუხი
  4. TV პირველიოპოზიციური“ველოდებით სემეკს” - კობახიძემ არ იცის, გაუძვირდება თუ არა გაზი მოქალაქეებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ველოდებით სემეკს. რა თქმა უნდა, ჩვენ კონსულტაციებიც გვაქვს სემეკთან, თუმცა, გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები. სემეკი იღებს გადაწყვეტილებას [გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი] და სემეკის ნაცვლად მე არ მაქვს განცხადებების გაკეთების უფლება“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები