პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა COP17-ის ფარგლებში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარადგინა

ერევანში COP17-ის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის, თესლის გენბანკისა და ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნების ქართული გამოცდილება წარადგინა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა COP17-ის ფარგლებში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარადგინა
რუსთავი 2

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნულმა კოორდინატორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსმა, თესლის გენბანკის მენეჯერმა თამარ ჯინჯიხაძემ საერთაშორისო შეხვედრებსა და დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებაზე თამარ ჯინჯიხაძემ პრეზენტაცია "მრავალმხრივი თანამშრომლობა მცენარეთა კონსერვაციისა და სასურსათო უსაფრთხოებისათვის - მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების განხორციელება" წარადგინა, რომელშიც საქართველოში მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების სარგებლის განაწილების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის შედეგები, მიღებული გამოცდილება და ადგილობრივი ჯიშების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა წარმოადგინა.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების, ასევე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. განხილული საკითხები უკავშირდებოდა კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამის (KMGBF) მიზნებს.

თამარ ჯინჯიხაძემ მონაწილეობა მიიღო ასევე პანელურ დისკუსიაში "სურსათისა და სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსების გამოყენება KMGBF-ის განხორციელების ხელშესაწყობად". დისკუსიის ფარგლებში მან ყურადღება გაამახვილა გენბანკებსა და ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ადგილობრივი ჯიშების უშუალოდ მეურნეობებში შენარჩუნებისა და ტრადიციული ცოდნის გამოყენების მნიშვნელობაზე.

მცენარეთა გენეტიკური რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის მეურნეობის მდგრადობის, სასურსათო უსაფრთხოებისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში. მათი ეფექტიანი კონსერვაცია მოითხოვს როგორც გენეტიკური მასალის დაცვას გენბანკებში, ისე ადგილობრივი ჯიშების გავრცელებისა და მეურნეობებში გამოყენების ხელშეწყობას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოერევანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოერევანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
  3. იმედინიუსისამთავრობოსოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა COP17-ის ფარგლებში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარადგინა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
COP17-ზე გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარადგინესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები