ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგები COP17-ზე განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ერევანში გამართულ COP17-ზე საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგია და შედეგები განიხილეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, პროცესი პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად განხორციელდა და მეზობელი ქვეყნების დიდი ინტერესი გამოიწვია.

საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგები COP17-ზე განიხილეს
საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგები COP17-ზე განიხილესიმედინიუსი

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 სხდომის (CBD COP17) ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტმა საქართველოს პავილიონში ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგებისა და მათი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ თემატური ღონისძიება გამართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში, ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგია, დაგეგმვისა და განხორციელების ძირითადი ეტაპები, მონაცემთა დამუშავებისა და ხარისხის კონტროლის მიდგომა, ასევე საქართველოს ტყეების მდგომარეობის შესახებ მიღებული შედეგები წარმოადგინეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღრიცხვის მონაცემების გამოყენების შესაძლებლობებზე ტყის პოლიტიკის განსაზღვრის, ტყის მდგრადი მართვის, საერთაშორისო ანგარიშგებისა და სამომავლო მონიტორინგის პროცესებში.

„COP17-ის ფარგლებში სამინისტრომ საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგიისა და შედეგების შესახებ პრეზენტაცია მოაწყო. ვინაიდან ეს პროცესი პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად განხორციელდა, ღონისძიებამ განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებში. დაინტერესება გამოიწვია ასევე იმ ტექნიკისა და ინსტრუმენტების გაცნობამ, რომლებიც აღრიცხვის პროცესში გამოვიყენეთ. ტყის ეროვნულმა აღრიცხვამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა ტყის ბიომასის, ბიომრავალფეროვნებისა და სახეობრივი შემადგენლობის შესახებ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვა ქვეყნის ტყის რესურსების, მათი მდგომარეობისა და ეკოლოგიური მახასიათებლების კომპლექსური შეფასების მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც საველე კვლევებს, სატელიტურ მონაცემებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს. საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვა 2019-2021 წლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ამ პროექტით საქართველო კავკასიაში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტყეების შესახებ მსგავსი მასშტაბის მონაცემები ეროვნულ დონეზე მოიპოვა.

ღონისძიებას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელმაც აღრიცხვის პროცესში ორგანიზაციის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე ილაპარაკა.

კითხვა-პასუხის სესიისა და დისკუსიის დროს მონაწილეებმა და მომხსენებლებმა ტყის მდგრადი მართვისა და აღრიცხვის შედეგების პრაქტიკული გამოყენების საკითხები განიხილეს.

შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის, ასევე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგები COP17-ზე განიხილეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„COP17-ის ფარგლებში სამინისტრომ საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგიისა და შედეგების შესახებ პრეზენტაცია მოაწყო. ვინაიდან ეს პროცესი პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად განხორციელდა, ღონისძიებამ განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებში. დაინტერესება გამოიწვია ასევე იმ ტექნიკისა და ინსტრუმენტების გაცნობამ, რომლებიც აღრიცხვის პროცესში გამოვიყენეთ. ტყის ეროვნულმა აღრიცხვამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა ტყის ბიომასის, ბიომრავალფეროვნებისა და სახეობრივი შემადგენლობის შესახებ“
კარლო ამირგულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
COP17-ზე გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარადგინესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები