Sky News - დიდ ბრიტანეთში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დრონები დააფიქსირეს, რის შემდეგაც საჰაერო განგაში გამოცხადდა
დიდ ბრიტანეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე არასანქცირებული დრონების აქტივობის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა და სამხედროებს თავშესაფრებში გადასვლა უბრძანეს.

დიდ ბრიტანეთში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დრონები დააფიქსირეს, რის შემდეგაც საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, RAF Lakenheath-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე განლაგებულ ამერიკელ სამხედროებს „არასანქცირებული დრონების სავარაუდო აქტივობის“ გამო, თავშესაფრებში გადასვლა უბრძანეს.
დრონების აქტივობის გამო ბაზაზე საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.
RAF Lakenheath-ის ბაზაზე დრონების დაფიქსირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმაც დაადასტურა.
„საღამოს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პერსონალმა რეაგირება მოახდინა RAF Lakenheath-ის თავზე არასანქცირებული დრონების სავარაუდო აქტივობაზე. პერსონალი არ დაშავებულა, ასევე, თვითმფრინავები და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა“, - განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…