ველური ბუნების ეროვნული სააგენტო COP17-ში მონაწილეობს
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ერევანში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაში (COP17) მონაწილეობს, სადაც საქართველოში სახეობათა აღდგენისა და კონსერვაციის პროექტებს წარადგენს.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო სომხეთის დედაქალაქ ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში (COP17) მონაწილეობს.
კონფერენციის ფარგლებში სააგენტო წარადგენს პრეზენტაციას საქართველოში სახეობათა აღდგენისა და კონსერვაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კეთილშობილი ირმის, ქურციკის, ნაკადულის კალმახის, კაკბის, გნოლისა და კოლხური ხოხბის აღდგენისა და აღწარმოების პროგრამები, ასევე ნიამორის რეინტროდუქციის პროექტი.
აღნიშნული ღონისძიებები სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2025 წელს დაამტკიცა. გეგმა შესაბამისი სახეობების რეინტროდუქციისა და აღწარმოების ღონისძიებებს ითვალისწინებს.
COP17-ში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სახეობათა აღდგენის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებას და ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.
ინფორმაციას ველური ბუნების სააგენტო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.