ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი - ვიდრე ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება

ლელოქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სანამ ALDE „ლელოს“ არ გაემიჯნება, ორგანიზაციის ნებისმიერი განცხადება ტერორისტის მფარველობად უნდა განიხილონ. ALDE-ს წარმომადგენლის განცხადებით კი, „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს.

შალვა პაპუაშვილი - ვიდრე ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება
შალვა პაპუაშვილი - ვიდრე ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადებაინტერპრესნიუსი

ვიდრე ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს", საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ალდეს“ განცხადებას ეხმაურება.

მისივე თქმით, ALDE-მ თავისი თავი ტერორიზმის შემწყნარებლად და ტერორისტის მფარველად გამოაცხადა და ამ ფაქტს ვეღარსად გაექცევა.

„ALDE დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია "ლელოს“ გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.

ამით თავად ALDE-მ თავისი თავი ტერორიზმის შემწყნარებლად და ტერორისტის მფარველად გამოაცხადა და ამ ფაქტს ვეღარსად გაექცევა.

მანამ სანამ ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე "ლელოს", საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“,- წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” (ALDE) კომუნიკაციების ასისტენტი, აოიფ დევერე წერს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მათ შორისაა პარტია „ლელო“ - ALDE-ს (ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის) წევრი და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ნაწილი, მისი განცხადებით, წარმატების შემთხვევაში, ამ ნაბიჯმა შესაძლოა ასობით ათასი ამომრჩეველი გაურკვეველ პოლიტიკურ მდგომარეობაში დატოვოს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „ALDE დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია “ლელოს“ გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე. მანამ, სანამ ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე “ლელოს”, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – „ალდე“ ვიდრე არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, მათი ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ლელოს", საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ALDE - „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მხარს ვუჭერთ „ლელოს“ და მის ლიბერალ პარტნიორებს - თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები