შალვა პაპუაშვილი: ნებისმიერი სახის სუროგაციის შემთხვევაში სუროგატი ქალები ექსპლუატაციის ობიექტები არიან
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნებისმიერი სახის, განსაკუთრებით კი კომერციული სუროგაციის შემთხვევაში, სუროგატი ქალები საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ექსპლუატაციის ობიექტები ხდებიან.

ნებისმიერი სახის სუროგაციის შემთხვევაში სუროგატი ქალები ექსპლუატაციის ობიექტები არიან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომერციულ სუროგაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ანაზღაურების სანაცვლოდ ქალები საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ხდებიან სუროგატი დედები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, კომერციული სუროგაცია მთელ სამყაროში, მხოლოდ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია დაშვებული.
„თუკი 2003 წელს იყო სულ 1000 სუროგაციის შემთხვევა, წელს უკვე 3000-ია და ეს იზრდება როგორც ბიზნესი. აქედან სულ რამდენიმე ათეული შემთხვევაა სადა ქართველი წყვილები არიან, დანარჩენები სრულად უცხოელები არიან. უცხოელი იქნება თუ ქართველი, ორივე შემთხვევაში ეს არის სუროგატი დედის, ქალის ექსპლუატაცია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…