ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტისემეკიქართული ოცნება

75 მომხრე ხმით პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სემეკს უფლება ეძლევა, მოხმარების მოცულობის მიხედვით გაზისა და წყლის განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო
გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღოBM.GE

75 მომხრე 5 წინააღმდეგი - პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“კანონში ცვლილებები, რომლითაც სემეკს უფლება ექნება, მოხმარებული გაზისა და წყლის მოცულობების მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.

პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო, რადგან კომისიამ მომდევნო წლის ტარიფებს 2026 წლის ბოლოს უნდა გადახედოს. ცვლილებებს "ქართული ოცნება" "მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვით" ხსნის.

"აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას", - წერია განმარტებით ბარათში.

როგორც სემეკში BMG-ის უთხრეს, ახალ საფეხურეობრივ ტარიფს უკვე მარეგულირებელი კომისია დაადგენს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისემეკს გაზასა და წყალზე განსხვავებული ტარიფების დადგენა შეეძლება - კანონპროექტი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ადამიანები, რომლებიც მიმართავენ დაზოგვის პოლიტიკას, მათთვის ტარიფი იქნება უფრო შეღავათიანი" - შოთა ბერეკაშვილი ბუნებრივ აირსა და წყალზე განსხვავებული ტარიფების დადგენაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები