ირაკლი კობახიძე: ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი - აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ზუსტად ამის გარშემო გვქონდა საუბარი შეხვედრაზე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რაც მათი მთავარი მიზანია. პრემიერმა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხრიდან პარტნიორობის შეჩერებას ძალიან უხეში ნაბიჯი უწოდა.

ჩვენი სურვილი არის ცხადი - ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა აშშ-სთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„იცით, რომ არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, რაც იყო ძალიან უხეში ნაბიჯი და ეს ყველაფერი იყო იმ უხეში ნაბიჯების გაგრძელება, რომელთაც ვხედავდით ჩვენ წინა ადმინისტრაციის პირობებში. გახსოვთ, როგორ იტყუებოდა უხეშად მაშინდელი ელჩი, როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს მაშინდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ამის კულმინაცია იყო სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება საქართველოსთან.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ქალბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი - აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ზუსტად ამის გარშემო გვქონდა საუბარი შეხვედრაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
13 სტატიაპრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
აშშ-ის საელჩო – ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კორტნი ოსტრიანმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველო-აშშ-ს შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს
აშშ-ის საელჩო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის საელჩო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ირაკლი კობახიძემ და კორტნი ოსტრიანმა უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს | აშშ-ის საელჩო
ირაკლი კობახიძე – კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ზუსტად ამის გარშემო გვქონდა საუბარი
ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე სანქციებზე არ გვქონია საუბარი, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე
ციტატები სტატიიდან
„იცით, რომ არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, რაც იყო ძალიან უხეში ნაბიჯი და ეს ყველაფერი იყო იმ უხეში ნაბიჯების გაგრძელება, რომელთაც ვხედავდით ჩვენ წინა ადმინისტრაციის პირობებში. გახსოვთ, როგორ იტყუებოდა უხეშად მაშინდელი ელჩი, როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს მაშინდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ამის კულმინაცია იყო სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება საქართველოსთან. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ქალბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი - აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ზუსტად ამის გარშემო გვქონდა საუბარი შეხვედრაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…