ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა „სუფთა ფურცლიდან“ აღადგინოს.

ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ადმინისტრაცია წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, აღადგინოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა „სუფთა ფურცლიდან“. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესის წარმატებით წარმართვაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაპრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…