პრემიერი: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, სადაც აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ძალიან დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გაეროში ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა ხანმოკლე გასაუბრება აშშ-ის პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან, სადაც გამოთქვა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი. მისი თქმით, საქართველოს მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია და ახლა შემხვედრ ნაბიჯებს აშშ-სგან ველოდებიან.

მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, სადაც აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია და შემხვედრი ნაბიჯები დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე.
"ვიზიტი იყო არა აშშ-ში, არამედ გაეროში, თუმცა, ამ ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების შესაძლებლობა, სადაც მოკლედ აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს იყო ჩემი გზავნილი ხანმოკლე გასაუბრების დროს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან.
ხანმოკლე საუბარი მქონდა როგორც ამერიკის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, მიღების ფარგლებში და ხაზი გავუსვი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას. ჩვენი მხრიდან გამოთქმული იქნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი, ძალიან დადებითი განწყობა იყო, დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ", - განაცხადა პრემიერმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.