ირაკლი ჭეიშვილი – ევროკავშირი აფინანსებდა არასამთავრობოებს, რომლებიც მობილიზებას ახდენდნენ, ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ, რაც რატომღაც მოსწონდა საფრანგეთის ხელისუფლებას, ახლა ეს უკან მიუბრუნდათ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჭეიშვილის მტკიცებით, ევროკავშირი საქართველოში აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ, რაც საფრანგეთს მოსწონდა, ახლა კი ეს პროცესი თავად საფრანგეთს მიუბრუნდა უკან.

ევროკავშირი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებდა, რომლებიც მობილიზებას აკეთებდნენ, რომ ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ, დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის ხელისუფლებას ეს ყველაფერი არ მოსწონს და რატომღაც მაშინ მოსწონდა, როდესაც მსგავსი მოქმედებები საქართველოში ხდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ეს ყველაფერი უკან მიუბრუნდათ.
„საქართველოში ზუსტად იგივე ხდებოდა, რაც საფრანგეთში. ევროკავშირი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებდა, რომლებიც მობილიზებას აკეთებდნენ, რომ ქუჩაში ხალხი გამოეყვანათ და ხელისუფლებასა და ხალხს შორის შეტაკება მომხდარიყო. აფინანსებდნენ სიძულვილის ენას. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის ხელისუფლებას ეს ყველაფერი არ მოსწონს და რატომღაც მაშინ მოსწონდა, როდესაც მსგავსი მოქმედებები საქართველოში ხდებოდა. ალბათ, ამ ყველაფერს საფრანგეთის ხელისუფლება კრიტიკით ხვდება, ეს პროცესი არ მოეწონება და ამას აღიარებენ შიდა პოლიტიკაში ჩარევად. საქართველოში როდესაც მსგავსი რაღაცები ხდებოდა, მაშინ ევროკავშირი საქართველოში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებდა, რომლებიც დესტრუქციას აწყობდნენ და ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას აფინანსებდნენ. ის რატომღაც იყო მისაღები საფრანგეთის ხელისუფლებისთვის. ზოგადად, ისინი იყვნენ ამ ყველაფრის თავიდან ბოლომდე თავში. ახლა ეს ყველაფერი უკან მიუბრუნდათ“, – განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოში ზუსტად იგივე ხდებოდა, რაც საფრანგეთში. ევროკავშირი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებდა, რომლებიც მობილიზებას აკეთებდნენ, რომ ქუჩაში ხალხი გამოეყვანათ და ხელისუფლებასა და ხალხს შორის შეტაკება მომხდარიყო. აფინანსებდნენ სიძულვილის ენას. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის ხელისუფლებას ეს ყველაფერი არ მოსწონს და რატომღაც მაშინ მოსწონდა, როდესაც მსგავსი მოქმედებები საქართველოში ხდებოდა. ალბათ, ამ ყველაფერს საფრანგეთის ხელისუფლება კრიტიკით ხვდება, ეს პროცესი არ მოეწონება და ამას აღიარებენ შიდა პოლიტიკაში ჩარევად. საქართველოში როდესაც მსგავსი რაღაცები ხდებოდა, მაშინ ევროკავშირი საქართველოში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებდა, რომლებიც დესტრუქციას აწყობდნენ და ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას აფინანსებდნენ. ის რატომღაც იყო მისაღები საფრანგეთის ხელისუფლებისთვის. ზოგადად, ისინი იყვნენ ამ ყველაფრის თავიდან ბოლომდე თავში. ახლა ეს ყველაფერი უკან მიუბრუნდათ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…