ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როცა ჩვენ ძალადობრივ აქციას კანონიერად ვშლიდით, ეს ევროკავშირის იმ მაღალი თანამდებობის პირებს არ მოსწონდათ, რომლებიც დღეს თავიანთ ქვეყანაში ხედავთ, როგორ უმკლავდებიან მომიტინგეებს - ირაკლი ჭეიშვილი

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საფრანგეთში მომიტინგეთა მასობრივი დაკავებები წესრიგის დაცვად ფასდება, მაშინ როდესაც საქართველოში აქციების კანონიერად დაშლას ბრიუსელი ძალადობად და პოლიტიკურ დევნად წარმოაჩენს.

ევროპაში მასობრივი პროტესტისა და არეულობის ფონზე თბილისში დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ. მმართველი გუნდის განცხადებით, ის ნაბიჯები, რაც ევროპის დედაქალაქებში წესრიგის აღდგენად და დემოკრატიის დაცვად ფასდება, საქართველოს შემთხვევაში ბრიუსელმა ძალადობად წარმოაჩინა.

"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ საუბრობენ ევრობიუროკრატების პოლიტიკურ მიზნებსა და შერჩევით მიდგომებზე, როდესაც ერთსა და იმავე ქმედებას საკუთარ და სხვა ქვეყნებში მკვეთრად განსხვავებულ შეფასებას აძლევენ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჭეიშვილმა მაგალითად საფრანგეთში მომიტინგეთა მასობრივი დაკავებები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ანალოგიური ქმედებები საქართველოში პოლიტიკურ დევნად ითვლება.

"როდესაც ჩვენ ძალადობრივ აქციას, ესე ვთქვათ, კანონიერად ვშლიდით, ეს ევროკავშირის იმ მაღალი თანამდებობის პირებს არ მოსწონდათ, რომლებიც დღეს, თავიანთ ქვეყანაში, ხედავთ, თუ როგორ უმკლავდებიან მომიტინგეებს. ანუ, დაჭერილია საფრანგეთში ალბათ 2000-ზე მეტი ადამიანი, რატომღაც ჩვენ რომ იგივე გაგვეკეთებინა, პოლიტპატიმრებად შერაცხავდნენ იმ ადამიანებს. როცა თვითონ დგებიან დილემის წინაშე და მსგავს გადაწყვეტილებას იღებენ, ეს მათთვის მისაღებია და რატომღაც საქართველოში იგივე არის მიუღებელი და ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი. როდესაც შიდა პოლიტიკა ვერ გაქვს დალაგებული და სხვას ჭკუას ასწავლი, თუ როგორ უნდა დაალაგოს სხვა ქვეყანამ შიდა პოლიტიკა და შენ უნდა ჩაერიო სუვერენულ ქვეყანაში, ეგ არის ზუსტად რაც სჭირს დღეს საფრანგეთს. ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო, ეგ სიტუაცია აქვს ზუსტად დღეს საფრანგეთის ხელისუფლებას", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის ქალაქები ცეცხლშია გახვეული. ევროკავშირის ელჩი საქართველოში კი „გამოუვალი მდგომარეობის“ მუსიკაზე ცეკვავს - ბრიუსელში ორმაგი სტანდარტები იმდენად საკვანძო დონეზეა აყვანილი, მალე ალბათ გაორებული პრინციპების დასაცავადაც ცალკე ევროპულ დირექტივას გამოსცემენ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები