ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანა ბუჩუკური - მე-8 დღეა მიმდინარეობს საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა და ვერც ჩვენ და, სხვათა შორის, ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ - პროპაგანდა „ჩვენ ვაუქმებთ ბოიკოტისტებს“, საპნის ბუშტივით გასკდა

საკონსტიტუციო სასამართლოგახარია საქართველოსთვისსაქართველოს პარლამენტი

ანა ბუჩუკურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მე-8 დღეს ვერც მათ და ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, რას აკეთებენ იქ, ხოლო მმართველი გუნდის პროპაგანდა „ბოიკოტისტების გაუქმებაზე“ საპნის ბუშტივით გასკდა. მისი თქმით, ხელისუფლება რეალურად განსხვავებულ აზრს ებრძვის.

ანა ბუჩუკური - მე-8 დღეა მიმდინარეობს საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა და ვერც ჩვენ და, სხვათა შორის, ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ - პროპაგანდა „ჩვენ ვაუქმებთ ბოიკოტისტებს“, საპნის ბუშტივით გასკდა
ანა ბუჩუკური - მე-8 დღეა მიმდინარეობს საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა და ვერც ჩვენ და, სხვათა შორის, ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ - პროპაგანდა „ჩვენ ვაუქმებთ ბოიკოტისტებს“, საპნის ბუშტივით გასკდაინტერპრესნიუსი

მე-8 დღეა მიმდინარეობს სარჩელის განხილვა და ვერც ჩვენ და, სხვათა შორის, ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს.

მისი განმარტებით, წარდგენილ დოკუმენტში სამართლებრივი ბრალის ამოკითხვა შეუძლებელია, ხოლო მმართველი გუნდის „მესიჯები“, თითქოს „ბოიკოტისტ პარტიებს“ აუქმებენ, მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია, რადგან „მისი პოლიტიკური გუნდი მანდატებით სარგებლობს და ყველა არჩევნებში მონაწილეობს”.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ევროპელი პარტნიორების შეფასებითაც, ხელისუფლება რეალურად არა „მონსტრს“, არამედ ქვეყანაში განსხვავებულ აზრს ებრძვის

„ე.წ. სარჩელში სამართლებრივი ბრალი შეუძლებელია ამოვიკითხოთ. ეს არის სასამართლო და უნდა განიხილებოდეს ვიღაცის სამართლებრივი ბრალეულობა. სხვა პარტიებზე ვერ ვისაუბრებ, ვისაუბრებ იმ პარტიაზე, რომელსაც მე წარმოვადგენ. მე-8 დღეა, მიმდინარეობს სარჩელის განხილვა და ვერც ჩვენ და, სხვათა შორის, ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ.

უჭირს პროპაგანდას იმის ახსნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, მანდატებით სარგებლობს და აბსოლუტურად ყველა არჩევნებში იღებს მონაწილეობას [რატომ უნდა აიკრძალოს]. ეს ხომ პროპაგანდაა, აქვთ თითქოს ასეთი "მესიჯი": „ჩვენ ვაუქმებთ ბოიკოტისტებს“... ყოველ შემთხვევაში, ასე შეფუთეს.

სარჩელში ეს პროპაგანდა საპნის ბუშტივით გასკდა.

ეს თქვეს, პრინციპში, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც. ისინიც უსვამენ ხაზს, რომ როდესაც გამოდიხარ და პროპაგანდირებ, თითქოს კონკრეტულ მონსტრს ებრძვი, სინამდვილეში ებრძვი განსხვავებულ აზრს. ეს დასტურდება ამ სარჩელში ჩვენი პარტიის დამატებითაც.

ის პროპაგანდისტური ნაწილი, რომელიც ამ სარჩელშია ჩვენთან მიმართებით თავმოყრილი, არის უბრალოდ ტყუილი“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი შარაშიძე – 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას და გულშემატკივრობას გვაბრალებენ, როდესაც ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელიც პირველი დღიდან პროვოკაციას გაემიჯნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები